ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახმელეთო ძალების მთავარსარდალი თანამდებობიდან გაათავისუფლა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, სერგეი შოიგუს მოადგილედ დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ს სახმელეთო ძალების მთავარსარდალი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, აღინიშნება, რომ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების მთავარსარდალი, ოლეგ სალიუკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის – სერგეი შოიგუს – მოადგილედ დანიშნა.
ამ მომენტისთვის უცნობია სახმელეთო ძალების მთავარსარდლის თანამდებობას ვინ დაიკავებს. სალიუკოვი ამ თანამდებობაზე 2014 წლიდან იმყოფებოდა.