ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტელეფონით ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტი, თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ტელეფონით ესაუბრა და მასთან ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები განიხილა, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„არსებითად განიხილეს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტურობის გაზრდის კუთხით“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მხარეებს შორის განხილული საკითხების გათვალისწინებით, შესაბამის უწყებებს შორის კონტაქტები განხორციელდება.
გარდა ამისა, კრემლის ცნობით, სა და თურქეთის ლიდერები რამდენიმე საერთაშორისო თემასაც შეეხნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა – ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონის“ დაზიანების მიზეზი, წინასწარი მონაცემებით, ხანძრის კერა გახდა – ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლის 90%-ს შეუწყდა