ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს უკრაინაში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა

ვლადიმერ პუტინმა ამერიკის შეერთებულ შტატებს ში ფრონტის ხაზის გაყინვა შესთავაზა. ცნობას სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა Financial Times ავრცელებს.
წყაროების თანახმად, აპრილის დასაწყისში სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა ს სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს განუცხადა, რომ მოსკოვს შეუძლია უარი თქვას საკუთარ პრეტენზიებზე, უკრაინის ოთხი რეგიონის არაოკუპირებულ ნაწილებზე, რომლებიც ამჟამად ს კონტროლს ექვემდებარება.
„ეს წინადადება ომის დაწყების შემდეგ პუტინის მხრიდან პირველი ფორმალური მინიშნებაა იმის თაობაზე, რომ რუსეთმა შეჭრის დასასრულებლად საკუთარ მაქსიმალისტურ მოთხოვნებზე შესაძლოა უარი თქვას“, – წერს გამოცემა.
როგორც Financial Times აღნიშნავს, ევროპელი მაღალჩინოსნები ეჭვობენ, რომ პუტინი ამ დათმობას, სავარაუდოდ, იმისთვის გამოიყენებს, რომ ტრამპი მისი მოთხოვნების მიღებაზე დაიყოლიოს.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა მ 22 აპრილს, გამოცემა POLITICO-სთან განაცხადა, რომ მოსკოვთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანამდე ცეცხლს სრულად შეწყვეტს.
წყარო: “ევრონიუს ჯორჯია”