ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენის განცხადებაზე – ეს ადეკვატური რეაქციაა – მას ხომ არ შეუძლია მითხრას: “ვალოდია, ყოჩაღ“

ბაიდენის სიტყვები ადეკვატური რეაქციაა, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პროკრემლის ჟურნალისტ, პაველ ზარუბითან საუბარში განაცხადა. მის ციტატას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
პუტინმა ივარაუდა, რომ “ძუკნის შვილის” შესახებ სიტყვები მის ბოლო ინტერვიუზე რეაქცია იყო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაიდენი რუსეთისთვის უკეთესი სამომავლო პრეზიდენტია, ვიდრე .
“და იქიდან გამომდინარე, რაც მან ახლა თქვა, სრულიად მართალი ვარ. ვინაიდან ეს ადეკვატური რეაქციაა იმაზე, რაც ჩემი მხრიდან იყო ნათქვამი. რატომ? რადგან მას ხომ არ შეუძლია მითხრას: “ვალოდია, ყოჩაღ, მადლობა, ძალიან დამეხმარე”, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბაიდენის სიტყვების შემდეგ მან თავისი აზრი არ შეიცვალა და ჯერ კიდევ თვლის ბაიდენს რუსეთისთვის უკეთეს ვარიანტად.
ცნობისთვის, CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ოთხშაბათს სან-ფრანცისკოში საქველმოქმედო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პუტინს “შეშლილი ძუკნას შვილი” უწოდა.

ასევე დაგაინტერესებთ