ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსპიკერზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტმა პუტინმა კრემლში კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩოი სონ ჰუი მიიღო, რომელიც რუსეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მანამდე, 1-ელ ნოემბერს ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა.
ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსეთში ვიზიტი იმ ფონზე მიმდინარეობს, როდესაც დასავლეთში უკრაინის წინააღმდეგ ს ომში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მონაწილეობა დაადასტურეს. -ის სახელმწიფო მდივნის, ს განცხადებით, რუსეთში 10 000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება, მათ შორის 8 000 კურსკის ოლქში.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – ვაშაძის 8-პუნქტიანი გეგმა ამბობს, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა და წარმატებისთვის აუცილებელია ერთიანობა, რეჟიმს არ მივცეთ ჩვენი გაყოფის შესაძლებლობა – „გათიშე და იბატონე“, ამას მიმართავს ივანიშვილი და ვინც ერთობაში არ არის, ივანიშვილის მხარესაა