ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს ირანელ პარტნიორებთან. დღესაც კონტაქტზე ვართ. ვფიქრობ, ხვალაც და ზეგაც. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ურთიერთობას,- ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა.
მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეები ამ დროისთვის ირანში იმყოფებიან და ოფიციალურად, ირანს რუსეთისთვის დასახმარებლად არ მიუმართავს.
„ჩვენი სპეციალისტები ქალაქ ბუშერში მუშაობენ, სულ 250 ადამიანი. ჩვენ არ ვაპირებთ ირანიდან წასვლას. ეს მხარდაჭერა არ არის? ირანს ჩვენგან სხვა მხარდაჭერა არ მოუთხოვია. ერთხელ ჩვენ შევთავაზეთ ჩვენს ირანელ მეგობრებს საჰაერო თავდაცვის სისტემების სფეროში მუშაობა, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა მაშინ დიდი ინტერესი არ გამოხატეს და სულ ესაა. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებულ შეთანხმებას, თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული მუხლები არ არსებობს… და მესამე, ჩვენი ირანელი მეგობრები ამას არც კი გვთხოვენ. ასე რომ, პრაქტიკულად არაფერია განსახილველი“, – განაცხადა პუტინმა.
