ვლადიმერ პუტინი – უკრაინისთვის ყველაზე თანამედროვე იარაღის მიწოდებაც კი არ შეცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე

უკრაინისთვის ყველაზე თანამედროვე იარაღის მიწოდებაც კი არ შეცვლის სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობას და სიტუაციას ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტის, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ბედი ბრძოლის ველზე წყდება, ყველაფერი ჯარისკაცებზეა დამოკიდებული.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველაზე თანამედროვე იარაღითაც კი, ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტის, სამხედრო კამპანიის, მათ შორის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ბედი, წყდება ადგილზე, ბრძოლის ველზე, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჯარისკაცზეა დამოკიდებული“, – აღნიშნა პუტინმა.
ამასთან, მან რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებულ „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ მას მაღალ დონეზე დაცული ობიექტების დაზიანებაც კი შეუძლია.
„ორეშნიკის სისტემა დიდ სიღრმეზე მდებარე მაღალ დონეზე დაცულ ობიექტებსაც კი ზიანს მიაყენებს“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ