ვლადიმერ პუტინი – უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერი შედეგი რუსეთისთვის სასარგებლო უნდა იყოს – არ ვაპირებთ რაიმე დათმობაზე წასვლას

უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ნებისმიერი შედეგი რუსეთისთვის სასარგებლო უნდა იყოს და დაფუძნებული იყოს ბრძოლის ველზე არსებულ რეალობაზე, მოსკოვი არ აპირებს რაიმე დათმობაზე წასვლას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ნებისმიერი შედეგი უნდა იყოს რუსეთის სასარგებლოდ, გულწრფელად ვამბობ, ყოველგვარი მორიდების გარეშე და ის უნდა გამომდინარეობდეს იმ რეალობიდან, რომელიც ვითარდება ბრძოლის ველზე. ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე დათმობაზე წასვლას, არანაირი გაცვლა არ იქნება“, – განაცხადა პუტინმა.
მისი მტკიცებით, კიევის ხელისუფლება ირაციონალურად იქცევა და ამის საფუძველზე რაიმე გეგმის შედგენა შეუძლებელია და რაიმეზე შეთანხმების შესაძლებლობის ხსენებაც კი ნაადრევია.
„ეს არის ირაციონალური ქცევა, რომლის პროგნოზირებაც რთულია და ამის საფუძველზე შეუძლებელია რაიმე გეგმის შედგენა. ამიტომ საუბარი იმაზე, შევთანხმდებით თუ არა რაიმეზე, რაზე შევთანხმდებით, ამის ხსენებაც კი უბრალოდ ნაადრევია“, – აღნიშნა პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ