უზბეკეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი, ორდღიანი ვიზიტით ტაშკენტს ეწვია, სადაც უზბეკეთის ლიდერს, შავკათ მირზიიოევს შეხვდება, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ორი ქვეყნის მეთაურები რუსეთ-უზბეკეთის ურთიერთობების მდგომარეობასა და შემდგომი განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ და რეგიონულ საკითხებზე მოსაზრებებს გაცვლიან.
პუტინი და მირზიიოევი ასევე მიიღებენ მონაწილეობას რუსეთისა და უზბეკეთის რეგიონების საბჭოს პირველ სხდომაში. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ერთობლივ დოკუმენტს მოეწერება ხელი.
აღსანიშნავია, რომ ახალი საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ ეს პუტინის მესამე საერთაშორისო ვიზიტია. მანამდე რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთსა და ბელარუსში იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკო მანაგაძე: წლევანდელ პირველ ივნისს ამ ქვეყანაში ბავშვები და მათი ოჯახები უკვე 42-ე დღეა შეხვდნენ ღია ცის ქვეშ, სიცივესა და ქარში, დაყრუებული და ადამიანობისგან დაცლილი ბოროტი ცინიკოსების სამუშაო ადგილსამყოფელთან

“სულ გინ­დო­და გვერ­დზე გყო­ლო­და. გა­მო­ირ­ჩე­ო­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იუ­მო­რის გრძნო­ბით… იუ­მო­რის ხა­რის­ხი, ხომ უთუ­ოდ ადა­მი­ა­ნის ინ­ტე­ლექ­ტის სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია…“ – რას ჰყვება პატრიარქის ბიძა, ირაკლი ჟვანია შიო III-ზე