ვლადიმერ პუტინი უზბეკეთში ჩავიდა

ს პრეზიდენტი, ორდღიანი ვიზიტით ტაშკენტს ეწვია, სადაც უზბეკეთის ლიდერს, შავკათ მირზიიოევს შეხვდება, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ორი ქვეყნის მეთაურები რუსეთ-უზბეკეთის ურთიერთობების მდგომარეობასა და შემდგომი განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ და რეგიონულ საკითხებზე მოსაზრებებს გაცვლიან.
პუტინი და მირზიიოევი ასევე მიიღებენ მონაწილეობას რუსეთისა და უზბეკეთის რეგიონების საბჭოს პირველ სხდომაში. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ერთობლივ დოკუმენტს მოეწერება ხელი.
აღსანიშნავია, რომ ახალი საპრეზიდენტო ვადის დაწყების შემდეგ ეს პუტინის მესამე საერთაშორისო ვიზიტია. მანამდე რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთსა და ბელარუსში იმყოფებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ