ვლადიმერ პუტინი – ტრამპს გამარჯვებას ვულოცავ, სამარცხვინოდ არ მიმაჩნია, მაგრამ არ ვურეკავ – დასავლეთის ქვეყნების ხელმძღვანელები ადრე თითქმის ყოველ კვირა მირეკავდნენ, უცებ შეწყვიტეს, არ უნდათ და ნუ უნდათ!

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა -ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გამარჯვება მიულოცა, მაგრამ არ ურეკავს, ვინაიდან, “რაღაც ეტაპიდან” დასავლელმა ლიდერებმა თავად გაწყვიტეს კონტაქტები.
შესაბამისი განცხადება ს პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გააკეთა.
მისივე თქმით, თუ დასავლეთიდან იქნება კონტაქტების აღდგენის სურვილი, რუსეთს საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
“შემთხვევით ვისარგებლებ და არჩევას მივულოცავ…
სამარცხვინოდ არ მიმაჩნია ჩემი მხრიდან მისთვის [ტრამპისთვის] დარეკვა, მაგრამ არ ვაკეთებ ამას, ვინაიდან, დასავლეთის ქვეყნების ხელმძღვანელები აქამდე თითქმის ყოველ კვირა მირეკავდნენ, და მერე უცებ შეწყვიტეს. არ უნდათ და ნუ უნდათ…
თუ ნებისმიერ მათგანს სურს კონტაქტების აღდგენა, ყოველთვის ვამბობ: არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო. კეთილი, აღვადგენთ კონტაქტებს და ვაწარმოებთ დისკუსიებს,” – განაცხადა პუტინმა.
კითხვაზე, მზად არის თუ არა პუტინის ტრამპთან დისკუსიებისთვის, თუ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი მას ინაუგურაციამდე დაურეკავს და შეხვედრას შესთავაზებს, პუტინმა უპასუხა: “მზად ვართ, მზად ვართ”.