ვლადიმერ პუტინი – სპეციალურ სამხედრო ოპერაციას რუსების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა

სპეციალურ სამხედრო ოპერაციას რუსების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიური მიმართვისას განაცხადა.
„დღეს, როდესაც ჩვენი სამშობლო თავის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას იცავს, თავისი თანამემამულეების სიცოცხლეს დონბასსა და ნოვოროსიაში, ამ ბრძოლაში გადამწყვეტი როლი ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ერთობას, სამშობლოს ერთგულებას, მის ბედზე პასუხისმგებლობას ეკუთვნის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსი ჯარისკაცები გრძნობენ იმას, რომ მთელი ქვეყანა მათ გვერდითაა.
„ეს თვისებები სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისშივე ნათლად და ცალსახად გამოიხატა, როცა მას მხარი რუსი ხალხის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა. მიუხედავად ყველა განსაცდელისა და დანაკარგებისა, ხალხი ამ არჩევანში მტკიცეა“, – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გავრცელებული ბინძური ჭორი იმის შესახებ, რომ დავით ქაცარავა გადაღებებზე დადიოდა რუსეთში, არ შეესაბამება სინამდვილეს, ყველა პროექტი სომხეთშია განხორციელებული, ვწუხვარ, რომ ასეთ ადამიანს ასე სასტიკად მოექცნენ“ – პროდიუსერის განცხადება