ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს შეხვდა

მოსკოვში სა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დასრულდა. რუსული მედიის ინფორმაციით, შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის რეკორდული დონე ზღვარი არ არის და დადებითი სავაჭრო დინამიკის შესანარჩუნებლად მუშაობა გრძელდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა მოსკოვსა და პეკინს შორის კავშირებს საერთაშორისო ასპარეზზე ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილიზაციის ფაქტორი უწოდა.
სი ძინპინის თქმით, რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები, ორივე ქვეყნის მიერ გაწეული ძალისხმევის წყალობით, ჯანსაღ და აღმავალ დინამიკას ინარჩუნებს.
„ჩინეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური ორმხრივი ნდობა უფრო ღრმავდება და პრაგმატული თანამშრომლობის კავშირები ძლიერდება. ცალმხრივი საერთაშორისო ხედვისა და ჰეგემონიური ჩაგვრის (ბულინგის) ფონზე, ჩინეთი რუსეთთან ერთად იმუშავებს, რათა აიღოს მსოფლიოს წამყვანი ძალების განსაკუთრებული პასუხისმგებლობა”, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ, სი ძინპინი მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად გუშინ ჩავიდა.