ჩვენი შემდეგი შეხვედრა მოსკოვში უნდა შედგეს, – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა საუდის არაბეთის პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს ერ-რიადში ვიზიტის დროს განუცხადა.
„ჩვენ მოსკოვში გელოდებოდით. ვიცი, რომ სხვადასხვა მოვლენებმა გეგმების შეცვლა გვაიძულა, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებას ხელს ვერაფერი შეუშლის“, – განუცხადა პუტინმა საუდის არაბეთის პრინცს.
საუდის არაბეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მოჰამედ ბინ სალმანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორი სახელმწიფო ბევრ საერთო ინტერესს იზიარებს და ისინი ახლო აღმოსავლეთისა და მსოფლიოს საკეთილდღეოდ ერთად მუშაობენ.
ცნობისთვის, პუტინი საუდის არაბეთში მას შემდეგ ჩავიდა, რაც ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) დაპირების მიუხედავად, ნავთობზე ფასები შემცირდა.