რუსეთი დონბასსა და ნოვოროსიას ნებისმიერ შემთხვევაში გაათავისუფლებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინდოეთში ვიზიტამდე India Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ყველაფერი ამისკენ მიდის. ჩვენ ამ ტერიტორიებს ან სამხედრო ძალის გამოყენებით გავათავისუფლებთ, ან უკრაინული ჯარები ამ ტერიტორიებს დატოვებენ და იქ ბრძოლას შეწყვეტენ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ასევე, მისი თქმით, „რუსეთმა უკრაინას დონბასიდან ჯარების გაყვანა შესთავაზა, თუმცა კიევი ბრძოლას ამჯობინებს“.
„ჩვენ მაშინვე ვუთხარით უკრაინასა და უკრაინელ ჯარისკაცებს: ხალხს თქვენთან ცხოვრება არ სურს, მათ რეფერენდუმი ჩაატარეს და ხმა დამოუკიდებლობას მისცეს. გაიყვანეთ თქვენი ჯარები და არანაირი საბრძოლო მოქმედებები არ იქნება. მაგრამ არა, მათ ბრძოლა ამჯობინეს“, – აღნიშნა პუტინმა.




