ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს შეხვდება. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„დღის მეორე ნახევარში პუტინი კრემლში აფხაზეთის არჩეულ პრეზიდენტს, გუნბას შეხვდება“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემების თანახმად, 1-ელ მარტს ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „საპრეზიდენტო კანდიდატმა“ ბადრა გუნბამ ხმების 54,73% მიიღო და ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტი“ გახდა.