ვლადიმერ პუტინი – კროკუსზე თავდასხმის დამკვეთებამდე აუცილებლად მივაღწევთ

ს ძალოვანი უწყებები იპოვიან ყველას, ვინც კროკუსზე ტერორისტული თავდასხმის ბრძანება გასცა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამ [ტერორისტულ] წრეში არ არსებობენ სანდო აგენტები. ისინი იქ ყველაფერს აკეთებენ ფულის გამო: ხელმძღვანელობენ მხოლოდ ფინანსური მიზნით და არა რელიგიური ან პოლიტიკური მოსაზრებებით. ასევე, ყველაფერი მარტივია და იყიდება: ნებისმიერი ინფორმაციის ყიდვაა შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ დამკვეთებამდე”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი მტკიცებით, ტერორისტებს და მათ დამკვეთებს საზოგადოებაში პანიკისა და სიძულვილის დათესვა და მრავალეროვნული რუსეთის შიგნიდან გაყოფა სურდათ.
„არ შეიძლება, მათ ამის უფლება მივცეთ”, – დასძინა პუტინმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ბოლო მონაცემებით, მოსკოვის ოლქში მდებარე საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ 22 მარტს განხორციელებულ თავდასხმას 144 ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ხუციშვილი: 2007 წლიდან, როცა ქვეყანა საერთაშორისო ბანკს შეუერთდა, მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ, ჩვენ უკვე გავხდით აზიის განვითარების ფონდის დონორი, ამიტომ ეს განსაკუთრებულ როლს გვანიჭებს

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!