რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, არ წავა „დიდი ოცეულის” სამიტზე ბრაზილიაში, სადაც ის ჰააგის სასამართლოს ორდერით უნდა დააკავონ. ამის შესახებ პუტინმა BRICS-ის წევრი ქვეყნების ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
კითხვაზე, წავა თუ არა ის ბრაზილიაში მასზე გაცემული სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის გათვალისწინებით, პუტინმა უპასუხა: „რა, სპეციალურად წავალ იქ, რომ ამ ფორუმის ნორმალური მუშაობა დავარღვიო?“
„ხომ ყველას შესანიშნავად გვესმის, რომ ეს სსსს-ც [სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო] რომ გამოვრიცხოთ, ყველა საუბარი მხოლოდ ამაზე იქნება. ფაქტობრივად ჩავშლით „ოცეულის“ მუშაობას. რისთვის?
ვიპოვით ვინმეს, ვინც მაღალ დონეზე ღირსეულად წარადგენს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ბრაზილიაში“, – განაცხადა პუტინმა.