ვლადიმერ პუტინი – ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„არაერთხელ მითქვამს, რომ მე ამის წინააღმდეგი არ ვარ და ეს შესაძლებელია, თუმცა ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას. სამწუხაროდ, მსგავსი პირობების შექმნისგან ჯერ კიდევ შორს ვართ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, -ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მიმართ ინტერესი ორივე მხარემ გამოთქვა.
ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებიც მისი და ს შეხვედრის მასპინძლობისთვის მზად არიან.
„ერთ-ერთი მეგობარი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტია. ჩვენ გადავწყვეტთ, მაგრამ ეს ერთ-ერთი შესაფერისი ადგილი იქნებოდა“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.