ვლადიმერ პუტინი – ვიცით, რომ მოსკოვში დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს, გვაინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება – ეს სისასტიკე შეიძლება დამაკავშირებელი რგოლი იყოს მათი, ვინც ნეონაცისტური კიევის რეჟიმის ხელით გვებრძვის

მოსკოვში თავდასხმა რადიკალმა ისლამისტებმა განახორციელეს, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა
პუტინის თქმით, რუსეთს აინტერესებს, ვინ გასცა ბრძანება.
„ჩვენ ვიცით, რომ დანაშაული რადიკალმა ისლამისტებმა ჩაიდინეს, რომელთა იდეოლოგიას თავად ისლამური სამყარო საუკუნეების განმავლობაში ებრძვის. ჩვენ ვიცით, ვისი ხელით ჩაიდინეს ეს სისასტიკე რუსეთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ გვაინტერესებს ის, თუ ვინ გასცა ეს ბრძანება“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, „სისასტიკე“ შესაძლოა დაკავშირებული იყოს „ნეონაცისტურ ს რეჟიმთან“.
„ეს სისასტიკე შეიძლება იმ მცდელობების მთელი სერიის დამაკავშირებელი რგოლი იყოს მათი, ვინც ჩვენს ქვეყანას 2014 წლიდან ნეონაცისტური კიევის რეჟიმის ხელით ებრძვის. ნაცისტები კი, როგორც ცნობილია, თავიანთი მიზნების მისაღწევად ყველაზე ბინძური და არაადამიანური საშუალებების გამოყენებას არასდროს უარყოფდნენ. უფრო მეტიც, დღეს, როცა მათი რეკლამირებული კონტრშეტევა მთლიანად ჩაიშალა, ეს უკვე ყველამ აღიარა და სადავო არ არის“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, მოსკოვში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 139-მდე გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი – საქართველომ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ არ დაუშვებს ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, არ დაუშვებს „რუსულ კანონს“ – ძალიან სასაცილო, როცა პოლიტიკოსები ვითომ მაღალი IQ-თი ითვლიან და ვეღარ ითვლიან

პრემიერი- მადლობელი ვართ იმისთვის, რომ უცხოელი პარტნიორებისგან პირველად მოვისმინეთ მზაობა დისკუსიასთან დაკავშირებით – რაც შეეხება ოპოზიციის დამოკიდებულებას, დეტალებში შემოსვლის როგორც აქამდე ეშინოდათ, დღესაც ასევე ეშინიათ