ვლადიმერ პუტინი – ერთადერთი, რის გამოც შეიძლება ვინანოთ არის ის, რომ უკრაინაში აქტიური მოქმედებები ადრე არ დავიწყეთ

ერთადერთი, რის გამოც შეიძლება ვინანოთ არის ის, რომ ადრე არ დავიწყეთ აქტიური მოქმედებები ში, რადგან გვჯეროდა, რომ საქმე გვქონდა წესიერ ადამიანებთან, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა “Россия 1”-თან ინტერვიუში განაცხადა.
ს მტკიცებით, რუსეთი ცდილობს შეწყვიტოს ომი უკრაინაში და რომ პირველ ეტაპზე მას ამის გაკეთება მშვიდობიანი გზით სურდა.
„ომი ჩვენ არ დაგვიწყია, ჩვენ მხოლოდ მის შეწყვეტას ვცდილობთ. პირველ ეტაპზე ეს მშვიდობიანი გზით, მინსკის შეთანხმებებით ვცადეთ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აქაც მოგვატყუეს“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, ე.წ. „სპეციალური“ სამხედრო ოპერაციის მიზეზი გახდა უკრაინის ხელისუფლების სრული უარი მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე.
„მე არ მითქვამს, რომ უკრაინაში ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება რუსეთზე ნატოს თავდასხმის საფრთხეს უკავშირდება. საუბარი ეხებოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მუდმივ გაფართოებას, რომელში გაწევრიანებასაც გეგმავდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაწუხებდა და გვაწუხებს უკრაინის ნატო-ში შეთრევის შესაძლებლობით, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას.
სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების გამომწვევი უშუალო მიზეზი იყო დღევანდელი უკრაინის ხელისუფლების სრული უარი მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე“, – აღნიშნა პუტინმა.