და სი ძინპინი დღეს შეხვედრას გამართავენ

რუსეთის პრეზიდენტი, დღეს ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინთან შეხვედრას გამართავს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კრემლში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ვიწრო და გაფართოებულ ფორმატებში გაიმართება. დღის წესრიგში შედის საერთაშორისო საკითხები (მათ შორის თანამშრომლობა BRICS-ის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და „დიდი ოცეულის“ ფარგლებში) და ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის ზრდა. ლიდერები ასევე განიხილავენ ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს.
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ლიდერები განიხილავენ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის უკრაინის კონფლიქტსა და რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებს.
გარდა ამისა, რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებების გეგმა მოიცავს რამდენიმე სამთავრობათაშორისო და უწყებათაშორისი დოკუმენტის ხელმოწერას.
შეგახსენებთ, სი ძინპინი რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებზე დასასწრებად ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ დავითაშვილი: ჩვენ მიჩვეულები ვართ კობახიძის ირონიასა და ცინიზმს, მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოსთვის და ქართველი ერისათვის თსუ ნამდვილად არის ჰარვარდი