ვლადიმერ პუტინი – დასავლეთი უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებულ რიტორიკას თანდათან ცვლის

უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებული რიტორიკა დასავლეთში თანდათან იცვლება, თუ ადრე საუბრობდნენ ს ფედერაციის სტრატეგიულ დამარცხებაზე, ახლა უკვე იწყებენ საუბარს მოლაპარაკებებზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ისინი, ვინც გუშინ საუბრობდნენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების აუცილებლობაზე, ახლა ეძებენ გამონათქვამებს, თუ როგორ შეიძლება კონფლიქტის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება“, – აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, დასავლეთი თანდათან აცნობიერებს, რომ რუსეთის განადგურება შეუძლებელია და სწორედ ეს არის მათი რიტორიკის შეცვლის მიზეზი.
“პრობლემის არსი ში არ არის. ეს არის მათში, ვინც უკრაინის დახმარებით ცდილობს რუსეთის განადგურებას. აი, რაშია პრობლემა, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ეს უბრალოდ გამორიცხულია. აბსოლუტურად გამორიცხულია. ვფიქრობ, ამის გაცნობიერება თანდათან ხდება და რიტორიკა იცვლება“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს