რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინასთან საზღვარზე “ბუფერული ზონა” შეიქმნება.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებებს რუსული სახელმწიფო მედია ავრცელებს.
“უკვე ვთქვი, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული საზღვრის სიგრძეზე აუცილებელი უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნაზე. ჩვენი შეიარაღებული ძალები ახლა ასრულებენ ამ ამოცანას, აქტიურად ახშობენ მოწინააღმდეგის ცეცხლს, სამუშაო მიმდინარეობს”, – განაცხადა პუტინმა.
გადაწყვეტილების სხვა დეტალები მას არ გაუჟღერებია.
