ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს – არასდროს გვითქვამს უარი უკრაინასთან დავის მშვიდობიან გადაწყვეტაზე

რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი სთან უთანხმოების მშვიდობიან მოგვარებაზე, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა.
„არასდროს გვითქვამს უარი დავების მშვიდობიან გადაწყვეტაზე, უფრო მეტიც, ჩვენ სწორედ ამისკენ ვიყავით მიდრეკილი“, – ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთის მოწინააღმდეგეებმა თავი კუთხეში მოიმწყვდიეს, როდესაც უარი თქვეს მოლაპარაკებაზე, ბრძოლის ველზე გამარჯვების იმედით, „ახლა უკვე ხვდებიან, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია“.
პუტინმა უკრაინის შესახებ შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსკოვი არ არის მიწვეული ამ ღონისძიებაზე, მაგრამ ამავე დროს ამბობენ, რომ მის გარეშე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია. ”და რადგან ჩვენ იქ არ მივდივართ, ეს უკვე პანოპტიკუმია”, – აღნიშნა პუტინმა.
მისი განმარტებით, მოსკოვი ეწინააღმდეგება უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების სქემების დაწესებას, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ რეალობასთან.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – გირაოს გადახდა არავის იცავს ციხით სასჯელისგან, ამის გამო დამუნათება არ არის სწორი – ნუ გიყვართ ადამიანების „თრევა“ ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში

პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნების“ „მესიჯბოქსი“ დილიდან ის იქნება, თითქოს რუბიოს განცხადება მტკიცებულებაა, რომ ზოგიერთი უცხოელი „მეგობარი“ საქართველოს დამოუკიდებელ კურსს ვერ ეგუება – ასე გამოიყურება ცხვრის ქურქში გადაცმული მგელი