ვლადიმერ გამყრელიძე ალბანეთის სარეიტინგო ტურნირის ვიცეჩემპიონია

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მეორე დღეს ოთხ წონით კატეგორიაში შვიდმა ქართველმა იასპარეზა.
შეჯიბრებაზე ფინალურ ბლოკში ვლადიმერ გამყრელიძე (79კგ) ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ალიკმაევთან დამარცხდა და ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა გამართეს გივი მაჭარაშვილმა (125 კგ) და დათო ფირუზაშვილმა (97კგ), მაგრამ ორივე მათგანი დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, ტარიელ გაფრინდაშვილი (86კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. საბოლოო ჯამში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ერთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – ახალგაზრდებს უნდა ასწავლო ევროპაც, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიც, მაგრამ მათ აგრესიისთვის, დაპირისპირებებისთვის და ჯახებისთვის ამზადებენ – ეს არის უმსგავსობა, არ ეკადრება ევროკავშირს და მის ელჩს