ვლადიკავკაზში ქართულ-ოსური ქორწილის კორტეჟის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო დროშებით გადაადგილდებოდნენ, სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს

ვლადიკავკაზში ქართულ-ოსური ქორწილის კორტეჟის მონაწილეებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო დროშებით გადაადგილდებოდნენ, სისხლის სამართლის საქმე აღუძრეს. ინციდენტს, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში მწვავე რეაქცია გამოიწვია, მასობრივი დაკავებები და დაპატიმრება მოჰყვა.

“საქართველო”, “ქართველები”, ქართული დროშა თუ ქართული სიმღერა – ქართულთან დაკავშირებული ნებისმიერი სიმბოლო ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დღესაც დიდ სკანდალს იწვევს. რამდენიმე კვირის წინ აფხაზებმა საჯაროდ ბოდიში მოახდევინეს გაგრაში ჩასულ რუს ტურისტ ქალს საქა­რთველოს დროშიანი ქუდის ტარებისთვის, ხოლო გასულ კვირას ცხინვალელმა ოსებმა ბოდიში მოახდევინეს ვლადიკავკაზელ ახალგაზრდებს, ქართულ-ოსური ქორწილის მაყრიონს, მანქანებიდან ქართული დროშების ფრიალის გამო.

“ბოდიშის სკამზე”

ოკუპირებულ აფხაზეთში მორიგი სკანდალი 8 ივნისს დაიწყო, როდესაც ტელეგრამარხ “აპსნი იახიამ” გაავრცელა ვიდეო, სადაც სოჭელი ტურისტი და ბლოგერი ქსენია ალიპოვა ბოდიშს იხდის. მიზეზი ვარდისფერი პანამაა, რომელზეც საქართველოს დროშა, საქართველოს რუკა და ინგლისური წარწერა “Gგორგია” იყო გამოსახული. ვიდეომიმართვაში ალიპოვა ამბობს, რომ 1-ლ ივნისს გაგრაში დასასვენებლად ჩავიდა, 14 დღით იქირავა საცხოვრებელი და სოციალურ ქსელებში აქვეყნებდა შვებულების ამსახველ მოკლე ვიდეოებს, სადაც მას ახურავს ვარდისფერი პანამა, რომელზეც გამოსახულია საქართველოს დროშა. “მე რაიმე პოლიტიკური მინიშნება არ მიგულისხმია. პირიქით, ვაღიარებ, რომ აფხაზეთი სუვერენული სახელმწიფოა… ბოდიშს ვიხდი”, – ამბობს ალიპოვა. ვიდეოში ის სკამზე ზის, გვერდით კი სწორედ ის ქუდი დევს, რომლის გამოც სკანდალი ატყდა. ტელეგრამარხის ადმინისტრაციის ცნობით, ქართულდროშიანი ქუდით ქალი “აფხაზეთის რესპუბლიკის” ერთ-ერთ ტურისტულ ზონაში ადგილობრივებმა შენიშნეს, რამაც უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ბოდიშის ვიდეო მალევე გაავრცელეს სხვა აფხაზურმა ტელეგრამარხებმაც. აფხაზები წერდნენ, რომ “ეს პროვოკაციაა” და საქართველოს დროშა მათთვის “ექსტრემისტუ­ლი სიმბოლოა”. ნაწილი მოითხოვდა, რომ ქალი არა მხოლოდ შავ სიაში შეეყვანათ, დაეკავებინათ კიდეც: “მას პატიმრობა უნდა მიესაჯოს, რატომ გაუშვეს მხოლოდ ბოდიშით?…”

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან