ვიწყებთ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ მინისტრი მიიჩნევს, რომ დიდია იმის ალბათობა, რომ სომხეთის პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებ, რომელიც მანამდე სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა. ამის შესახებ ფაშინიანმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
“ფაქტობრივად, იყო სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მათ წარადგინეს კანონპროექტი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაწყებად. ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა ეს კანონპროექტი და დიდია ალბათობა იმისა, რომ ჩვენი პარლამენტი მიიღებს მას, რაც ნიშნავს, რომ ვიწყებთ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს. რატომ გვინდა ვიყოთ უფრო ახლოს ევროკავშირთან, რადგან ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო. თუ დემოკრატი ხარ, გინდა დემოკრატიასთან უფრო ახლოს იყო, რადგან პირიქით ალოგიკური იქნება,” – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
9 იანვარს სომხეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი “სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ”. პროექტი მალე სომხეთის პარლამენტში განიხილება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, თავს ჟანა დარკად აჩვენებენ, სინამდვილეში, პოლიტიკური თანამდებობისკენ იყურებიან, რა შეიძლება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოიპოვონ

შალვა პაპუაშვილი – ხდება ყალბი იდეოლოგიების მსხვრევა, რომელსაც წლების განმავლობაში თავს ახვევდნენ ევროპულ საზოგადოებას – ვხედავთ ძალიან ზედაპირულ, რიგ შემთხვევაში, თავქარიან პოლიტიკას და მიდგომებს ზოგიერთი ევროპელი ლიდერის მხრიდან