“ვიწრო პარტიული ვენდეტა” – ნაციონალურ მოძრაობაში დაპირისპირება გრძელდება

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, უკვე ყოფილი თანაშემწე მაია კუკავა წერს, რომ თანამდებობიდან ის ს მხარდაჭერის გამო, შურისძიების მიზნით გადააყენეს. კუკავასთან ერთად ხელშეკრულებები “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის სხვა მომხრეებსაც გაუუქმეს. კუკავა პარტიული სადამსჯელო სპეცოპერაციის ავტორად, ანა წითლიძესთან ერთად ზაზა გოროზიასაც ასახელებს. ამბობს, რომ საკრებულოს წევრებმა დირექტივა სწორედ მათგან მიიღეს.
არც ანა წითლიძე და არც ზაზა გოროზია “კურიერის” სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. მათ ნაცვლად, კონკრეტულ ბრალდებებზე “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედ მენეჯმენტს პასუხები არ აქვს. ირწმუნებიან, რომ ზუგდიდის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ მუქარას ყოფილი წევრების მიმართ ადგილი არ ჰქონია.
ვიწრო პარტიული ვენდეტა – ხაბეიშვილის გუნდის გადაწყვეტილება, მელიას თანამოაზრეებმა მხოლოდ ამ რამდენიმე სიტყვით შეაფასეს. მიუხედავად იმისა, რომ ზუგდიდის საკრებულოში “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარის მომხრე უფრო მეტია, ვიდრე მოქმედის, მათი ხმები თანამდებობებიდან ყოფილი წევრების გასაშვებად გადამწყვეტი აღმოჩნდა.
შიდაპარტიული დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობიდან” მელიას წასვლის შემდეგაც რომ გრძელდება, მმართველ გუნდს არ უკვირს. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მიმდინარე პროცესები ამ პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგის გამოვლინებაა.
მაია კუკავასთან ერთად, ზუგდიდის საკრებულოდან მირანდა გოგოხია და ბესო ჭეჟიაც გაათავისუფლეს. ისინი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თემურ ბასილაიას თანაშემწეები იყვნენ. თავად ბასილაიაც ნიკა მელიას გუნდში ირიცხება.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი: საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კარგად განათლებულია და გესმით რა ხდება. ეს ქაოსი ამერიკის დამსახურებაა. ჩემი აზრით ეს ქაოსი საქართველოში ამერიკის ბრალია, თავი რომ გაგანებოთ ყველაფერი მოგვარდებოდა

ლოურენს უილკერსონი: მე ლონდონს ვაშინგტონის ფინიას ვეძახი, ეს სწორი შეფასება მგონია. ბრიტანეთი სულ მომწონდა, მაგრამ ბოლო დროს მათი შემხედველი დავფიქრდი – საერთოდ უნდა გამიხარდეს თუ არა ბრიტანეთზე საუბარი, ისინი ჩვენ ფინიად იქცნენ

კოალიცია, რომელიც ახლა იკრიბება და მე მას BRICS+-ს ვეძახი, აერთიანებს 60 ტრილიონის მოცულობის მშპ-ს. ეს კოალიცია დაგვამარცხებს, ეს მხოლოდ დროის ამბავია, ჩვენ დამარცხება გვიწერია და ამას ვერც კი ვხედავთ – პოლკოვნიკი ლოურენს უილკერსონი