ვიწონებ კონცეფციას, რომ შუა უნდა შეიკრიბოს – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოსწონს პარტია „ლელოს“ მიერ წარმოდგენილი კონცეფცია – „შუა უნდა შეიკრიბოს“.
ამის შესახებ განცხადება სააკაშვილის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
ამასთან სააკაშვილი აცხადებს, რომ ეთანხმება „ლელოს“ მიერ წარმოდგენილ „დერუსიფიკაციის კონცეფციას“.
„მთლიანად ვეთანხმები „ლელოს“ მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას. დერუსიფიკაცია უნდა იყოს სწორედ ის, რაც ყველამ უნდა აკეთოს და რისი გადადებაც იგივეა, რომ რაიმე მძიმე დაავადება მკურნალობის გარეშე მიუშვა. რუსული ვირუსი, რომელიც სიკვდილით ემუქრება ჩვენს ეროვნულ ორგანიზმს, მთელი საზოგადოების იმუნიტეტისა და ძალების მობილიზებას საჭიროებს.
ამ მობილიზაციაში ყველას თავისი ფრონტი აქვს. „გამარჯვების კოალიციამ“ უნდა გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები, სხვა პარტიებმა – თავისი და ამაში მათ წარმატებას ვუსურვებ.
ამიტომ ასევე ვიწონებ კონცეფციას, რომ შუა უნდა შეიკრიბოს“, – ვკითხულობთ სააკაშვილის განცხადებაში.
22 ნოემბერს „ლელოს“ ლიდერმა მ Facebook-ზე დაწერა, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს!“
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს განაცხადა, რომ „შუა უნდა გაიკრიფოს“ და ყველამ ზუსტად გაარკვიოს, მას უჭერს მხარს თუ — სააკაშვილს.
„ჩემთვის პრინციპულია, მოხდეს პოლარიზება“, — თქვა ივანიშვილმა.
ამასთან, პარტია „ლელომ“ მოამზადა 9-პუნქტიანი გეგმა — „საქართველოს დაცვის აქტი“. პარტიის ცნობით, გეგმის მიზანი საქართველოში ს გავლენების დასრულებაა.