ვიცი, რომ ცუდი არაფერი ჩამიდენია” – მუდრიკმა დახმარებისთვის ცნობილ იურიდიულ ფირმას მიმართა

როგორც გუშინ მოგახსენეთ, “ჩელსის” შემტევი, მიხაილო მუდრიკი დოპინგ ტესტზე ჩავარდა.
Tribuna-ს ცნობით, უკრაინელს დამატებითი კვლევები ჩაუტარდება და თუ პასუხი დადებითი კიდევ ერთხელ იქნება, მუდრიკს ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება.
აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით მუდრიკმა პირველი კომენტარი გააკეთა:
“ვიცი, რომ ცუდი არაფერი ჩამიდენია, იმედი მაქვს, რომ მოედანს მალე დავუბრუნდები”, – განაცხადა მიხაილომ.
ცნობისთვის, The Telegraph-ის ინფორმაციით, მუდრიკმა დახმარებისთვის მიმართა იმ იურიდიულ კომპანიას, რომელმაც დოპინგის გამო, ფეხბურთიდან 4 წლით დისკვალიფიცირებული პოლ პოგბას სასჯელი 18 თვემდე დაიყვანა.
მიხაილოს “ჩელსის” მაისურით 28 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. მიხაილომ
მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში 7 მატჩი გამართა და თავი საგოლე მოქმედებით არ გამოუჩენია.
შეგახსენებთ, უკრაინელი შემტევი “არისტოკრატებმა” 2023 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე, “შახტარიდან”, 88.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში