“ვიცით რომ არ იცით ქალბატონო თეა, არ იცით არაფერი ჩივილის გარდა” – თაკო ჩარკვიანი წულუკიანს

თქვენ კულტურის უკულტურო მინისტრი ხართ, გელათთან მიმართებაში პასუხისმგებლობას გაურბიხართ. აპელირებთ, რომ გელათის ძეგლის რეაბილიტაციის დაწყებისას კულტურის მინისტრი არ იყავით, თუმცა გავიწყდებათ, რომ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებოდით.
არა და არ ვიციო, ბრძანეთ, ვიცით რომ არ იცით ქ-ნო თეა. დიდი ხანია ვიცი, რომ არ იცით არაფერი ჩივილის გარდა. გელათის ისტორიული მნიშვნელობა და თარიღიც არ იცით.
სამწუხაროა, რომ იუნესკოს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გელათში რეაბილიტაცია 10 თვით დაგვიანდა.
თქვენ იყენებთ ტერმინს “რესტავრაცია”. ეს ძალიან შეუსაბამო და არაპროფესიონალურია, რადგან უნდა თქვათ – კონსერვაცია-რესტავრაცია. თუმცა, ჩვენ ხომ ვიცით, რომ თქვენ არ იცით…
ასევე, რა მიზანს ემსახურება კულტურის სფეროდან პროფესიონალების გაშვება? თეა წულუკიანმა თქვა: “არ ვიცი, რამდენად პროფესიონალია გიორგი გაგოშიძეო”, –მე კი ვპასუხობ: დიახ, გიორგი გაგოშიძე ნამდვილად მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალია, თქვენთან განსხვავებით. კულტურა არის სფერო, რომლის პოლიტიზირება დამღუპველია.
რატომ უწყობთ რეპრესიებს მწერლებს? ეს რა მიზნებს ემსახურება? თუ არ იცით, რასაც აკეთებთ, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ თუ იცით და მაინც აკეთებთ, ეს მავნებლობაა.
http://