ვიღაცები ერთიანდებიან, ვიღაცები იშლებიან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ რეალურად ეს ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ლუზერები არიან

ვიღაცები ერთიანდებიან, ვიღაცები იშლებიან, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ რეალურად ეს ადამიანები „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ლუზერები არიან
ვიღაცები ერთიანდებიან, ვიღაცები იშლებიან- ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ რეალურად ეს ადამიანები, ყველა, თუ გადახედავთ მათ აწმყოს, წარსულს, არიან „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ლუზერები, რომლებსაც საერთოდ არაფერი გაუკეთებიათ, არაფერი შეუქმნიათ და ახლა ვინ სად გაერთიანდება, რომელ პლატფორმაზე, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“-ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებების შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ „ხალხის მხარდაჭერაზე ვისაც ყველაზე ცოტა შეუძლია ისაუბროს, ეს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილია“.
თბილისის მერმა ასევე, ქვეყანაში მოსალოდნელ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა და რაიმე ფორმით მოახდინოს ხელისუფლების ცვლილება არაკანონიერი გზით.
„არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად, როგორც წინა წლების განმავლობაში და არცერთ ქვეყანას, არც რუსეთს, არც ამერიკას, არც ევროპას, არ მიეცემა შესაძლებლობა, ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში. არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, დაძაბულობა და რაიმე ფორმით მოახდინოს ხელისუფლების ცვლილება არაკანონიერი გზით.“-განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს