ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიატების დაჯილდოება გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, ს განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ილია შამუგიამ აფხაზეთიდან დევნილი წარმატებული ახალგაზრდა სპორტსმენები ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიით დააჯილდოვეს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული მიღწევების მქონე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტის სახეობის სპორტსმენებს.
„საკონკურსო კომისიამ სამი გამარჯვებული გამოავლინა:
ირაკლი ვეკუა – ძალოსნობაში 17-წლამდელთა შორის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2023 წლის ევროპის ჩემპიონი.
საბა ადამია – ძალოსნობაში 17-წლამდელთა შორის 2023 წლის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი და 2023 წლის ევროპის ჩემპიონი.
ალექსანდრე ლოლაძე – ძიუდოში 2023 წლის მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის და 2021 წლის ევროპის ჩემპიონი ჭაბუკებში.
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიატებს სიგელები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოსა და აფხაზეთის სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ჯანგველაძის საქმის პროკურორი მოსამართლეს – მტკიცებულებათა მთელი კასკადია, რომ გელა უძილაური შეკვეთით და ანგარებით მოქმედებდა – მოვითხოვთ, გელა უძილაური დამნაშავედ ცნოთ და უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვროთ

„თბილისი მოლთან“ გზის გადაკეტვის საქმეზე ბრალდებული დიმიტრი ბიძინაშვილი – არ შეიძლება, ეს სისხლის სამართლის საქმე იყოს, მაგრამ ამ სასამართლოში სამართლის პოვნა ძალიან რთულია – ჩემს სიმართლეს აუცილებლად დავამტკიცებ