ვიქტორ ორბანი პოლონეთში დრონების შეჭრაზე – პოლონელები ომში ყურებამდე ჩაფლულები არიან

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ს განცხადებით, პოლონეთის თავზე რუსული დრონების ფრენა მიუღებელია, თუმცა, ეს მოსალოდნელი იყო.
“ნუ დავივიწყებთ იმ ფაქტს, რომ ეს პოლონეთში მოხდა, პოლონელები ჩვენი მეგობრები არიან, მიუხედავად ამჟამინდელი პოლიტიკური ვითარებისა, ისინი ჩვენი ისტორიული მოკავშირეები არიან, ისინი სულით ახლოს არიან ჩვენთან, ამიტომ ნამდვილად ჩვენი მეგობრები არიან”, – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
მისი თქმით, უნგრეთი ერთ-ერთი პირველი უნდა იყოს, ვინც მკაფიოდ უპასუხებს ყველაფერს, რაც პოლონეთის სუვერენიტეტს არღვევს.
„პირველივე წუთიდან ჩვენ რუსული დრონების პოლონეთის ტერიტორიაზე შეჭრა მიუღებლად მივიჩნიეთ და ჩვენ პოლონელების გვერდით ვდგავართ, ჩვენ 100 პროცენტით სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. აღნიშნული ინციდენტი იმ სახიფათო გარემოებების განსახიერებაა, რომელშიც ყოველდღიურად ვცხოვრობთ“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს შეიძლებოდა მომხდარიყო „დღეს ან გუშინ, პოლონეთში ან უნგრეთში, ამიტომ ომის საფრთხე გარდაუვალია“.
ორბანმა ხაზი გაუსვა, რომ უნგრელები ომში არ არიან ჩართულები და დისტანციას ინარჩუნებენ, „პოლონელები კი ყურებამდე არიან ჩაფლულები“.