ვიქტორ ორბანი ომის დაწყების შემდეგ პირველად კიევში ჩავიდა

2 ივლისს უნგრეთის პრემიერმინისტრი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პირველად ს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. 1-ელ ივლისს უნგრეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
“უნგრელი პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში ჩამოვიდა უკრაინის პრეზიდენტ სთან დისკუსიებისთვის” – თქვა ორბანის პრესასთან ურთიერთობის მდივანმა ბერტალან ჰავაშიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვიქტორ ორბანი მშვიდობის დამყარების და უნგრულ-უკრაინულ ორმხრივი ურთიერთობის შესახებ ისაუბრებენ. უნგრეთი დასავლური ალიანსის ერთადერთი წევრი სახელმწიფო იყო, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა და აყოვნებდა უკრაინისთვის სამხედრო და ფინანსური დახმარების მიწოდების პროცესს.