უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ვაშინგტონში მასსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებები ყველა უნგრელისთვის საკეთილდღეოა.
„პოლიტიკაში იშვიათი მომენტებია, როდესაც დებატებსა და ეჭვებს აზრი არ აქვს – როდესაც რაღაც იმდენად ნათლად კარგია, რომ ძნელია მისი სხვაგვარად დანახვა. ჩვენი მოლაპარაკებები ვაშინგტონში სწორედ ასეთი მომენტი იყო. პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებები ყველა უნგრელის საკეთილდღეოა“, – აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, ბრიუსელმა მაშინვე მოახდინა რეაგირება და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი გათავისუფლებულია აშშ-ის სანქციებისგან, ისინი მაინც აკრძალავენ რუსული ენერგომატარებლების იმპორტს ევროპაში 2027 წლიდან.
„ბრიუსელმა მაშინვე მოახდინა რეაგირება. მათ განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი გათავისუფლებულია აშშ-ის სანქციებისგან, ისინი მაინც აკრძალავენ რუსული ენერგომატარებლების იმპორტს ევროპაში 2027 წლიდან. მათ სურთ ომისა და სანქციების გაგრძელება. ნუ ჩქარობ, ბრიუსელო! ამაზე თავადაც გვექნება რამდენიმე სიტყვა სათქმელი“, – აღნიშნა ორბანმა.




