ვიქტორ ორბანის განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია შეწყვეტს უკრაინისათვის დახმარების გაწევას – გამოცემა “ასოშეიტედ პრესი”-ს ინფორმაცია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეწყვეტს უკრაინისათვის დახმარების გაწევას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო The Associated Press-ი ავრცელებს.
ორბანმა კვლავ დააფიქსირა თავისი დიდი ხნის პოზიცია, რომ დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა და აღნიშნა, რომ უკრაინამ უკვე წააგო ბრძოლა.
„სიტუაცია ფრონტზე ცხადია, ადგიკლი აქვს სამხედრო დამარცხებას. ამერიკელები ამ ომიდან გასვლას აპირებენ“, – აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, ტრამპის ხელახლა არჩევამ შექმნა „ახალი სიტუაცია“ ევროპისთვის და რომ ევროპა „მარტო ვერ დააფინანსებს ამ ომს“.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სოსიაშვილი: დიდი ხანია, ლიბერალი ფაშისტების სამიზნეა ჩვენი ეკლესია, მათ სურვილი ჰქონდათ, ქართველი ხალხისთვის ზნეობრივი, სულიერი ორიენტირი მოეშალათ და არაერთხელ მიიტანეს იერიში პატრიარქზე

ლაშა ტალახაძე: მიხარია, რომ აჭარაში ჩვენი გუნდის ჩასვლამ ასეთი ინტერესი გამოიწვია, ახალგაზრდებთან დისკუსია საუკეთესო გზაა, მარტივად ვიპოვოთ გამოსავალი პრობლემური საკითხებიდან – ვაპირებ ყველა კონფერენციას დავესწრო