გერმანული სამენეჯერო სააგენტოს განახლებულ ცნობებში ქართველი მოთამაშის ღირებულება არ შეცვლილა და კვლავ 90 მილიონი ევროა. შესაბამისად, კვარაცხელია რამდენიმე ვარსკვლავთან ერთად მეოცე-ოცდამეხუთე ადგილებს იყოფს.
ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა ხუთეული:
1 ლამინ იამალი, ბარსელონა 200.00 მილიონი ევრო
2. ჯუდ ბელინგემი, რეალი 180.00 მილიონი ევრო
3. ერლინგ ჰალანდი, მანჩესტერ სიტი 180.00 მილიონი ევრო
4. კილიან მბაპე, რეალი 180.00 მილიონი ევრო
5. ვინისიუს ჯუნიორი, რეალი 170.00 მილიონი ევრო
–
20. დეზიერე დუე, პსჟ 90,00 მილიონი ევრო
21. მოიზეს კაისედო, ჩელსი 90.00 მილიონი ევრო
22. ხვიჩა კვარაცხელია, პსჟ 90.00 მილიონი ევრო
23. როდრიგო, რეალი 90.00 მილიონი ევრო
24. რაფინია, ბარსელონა 90.00 მილიონი ევრო
25. უსმან დემბელე, პსჟ 90.00 მილიონი ევრო
„ჯვაროსნების“ ლიდერი ბევრ ცნობილ მოთამაშეს უსწრებს – მარტინ ოდეგორს (არსენალი, 85.00 მილიონი ევრო), ჟოაო ნევეშს (პსჟ, 80.00 მილიონი ევრო), ვიტინიას (პსჟ, 80.00 მილიონი ევრო), აშრაფ ჰაკიმის (პსჟ, 80.00 მილიონი ევრო), იოშკო გვარდიოლს (მანჩესტერ სიტი, 75.00 მილიონი ევრო), ვიქტორ გიოკერეშს (სპორტინგი, 75.00 მილიონი ევრო), მარკუს ტურამს (ინტერი, 75.00 მილიონი ევრო), ნიკოლო ბარელას (ინტერი, 75.00 მილიონი ევრო), ჰარი კეინს (ბაიერნი, 75.00 მილიონი ევრო), ნიკო უილიამსს (ატლეტიკ ბილბაო, 70.00 მილიონი ევრო), ბრედლი ბარკოლასა (პსჟ, 70.00 მილიონი ევრო) და ნუნუ მენდეშს (პსჟ, 70.00 მილიონი ევრო).
