ვიტალი ბალა – რუსეთი სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც აქამდე ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონა

უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბულში გამართული მორიგი მოლაპარაკებების შედეგებზე, უკრაინის დაზვერვის მიერ რუსეთში სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო აეროდრომებზე განხორციელებულ სპეცოპერაციაზე, ასევე იმაზე, რა გავლენა იქონია ამ ოპერაციის შედეგმა უკრაინულ საზოგადოებაზე, რამდენად მზადა ევროპა, თუნდაც -ს გარეშე დაეხმაროს ს “ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციური მოდელირების სააგენტოს დირექტორს,, ვიტალი ბალას ესაუბრა.
– ბატონო ვიტალი, უკრაინასა და რუსეთს შორის სტამბულში გამართულ მორიგ მოლაპარაკებებზე მხარეებმა უკრაინაში 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე მემორანდუმები გაცვალეს.
უკრაინის მიერ რუსულ სამხედრო აეროდრომებზე განხორციელებული შეტევის შემდეგ სტამბულში რუსული დელეგაცია, რბილად რომ ვთქვათ, ნირწამხდარი იყო და საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურებოდა. ყოველ შემთხვევაში დელეგაციის ხელმძღვანელი მედინსკი უკრაინას 21 წლიანი ომით აღარ ემუქრებოდა. ამ თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით.
სტამბულის შეხვედრის შედეგებზე ბევრი კომენტარი კი გაკეთდა, მაგრამ, თქვენ როგორ შეაფასებდით ამ მოლაპარაკებების შედეგებს?
– ეს შეხვედრა ერთ საათზე ოდნავ მეტ ხანს გაგრძელდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამ შეხვედრის მოდერატორი იყო თქვა, – „შეხვედრა ნეგატიური შეხლა-შემოხლის გარეშე დასრულდა“. ამ შეხვედრაზე მხარეები ვერაფერზე ვერ შეთანხმდებოდნენ, შეთანხმდნენ მხოლოდ შემდეგი შეხვედრის გამართვის სავარაუდო თარიღზე.
უკრაინასთან მოლაპარაკებების წარმოების ფაქტი პუტინისთვის ხელსაყრელია, თუნდაც იმის გამო, რომ ამგვარი არაფრის მომცემი მოლაპარაკებებით პუტინი ცდილობს დროის გაწელვას იმისთვის, რომ გააგრძელოს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები და უკრაინის ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების დაბომბვა.
სტამბულში მხარეები შეთანხმდნენ დაჭრილებისა და გარდაცვლილების გაცვლაზე, ასევე გატაცებული უკრაინელი ბავშვები უკრაინისთვის დაბრუნებაზე. ბავშვების დაბრუნებაზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა მედისკიმ თქვა, რომ ეს თემა უკრაინის მიერ „ევროპელი ბებიებისთვის გასაგონად გააქტიურებული საკითხია“.
უკრაინასთან მოლაპარაკებების წარმოების ფაქტი პუტინისთვის ხელსაყრელია, თუნდაც იმის გამო, რომ ამგვარი არაფრის მომცემი მოლაპარაკებებით პუტინი ცდილობს დროის გაწელვას იმისთვის, რომ გააგრძელოს უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები და უკრაინის ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების დაბომბვა
არადა, ვიცით, რომ რუსებს უკრაინიდან იმაზე მეტი ბავშვები ჰყავთ გატაცებული, ვიდრე ამ ეტაპზე კიევმა მოსკოვისგან დაბრუნება მოითხოვა. მედინსკის ამგვარი პასუხი იმას ნიშნავს, რომ რუსები გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნების პრეცედენტს არ შექმნიან.
ამ შეხვედრაზე მხარეები ვერაფერზე ვერ შეთანხმდებოდნენ, რადგან, რუსებს უკრაინული მხარისთვის წინასწარ არ მიუწოდებიათ ის საკითხები, რომელთა განხილვას ისინი აპირებდნენ. უკრაინული დელეგაცია რუსულ წინადადებებზე სტამბულში ვერაფერს იტყოდა, რადგან მათზე უკრაინის ხელისუფლებას არ უმსჯელია.
– მიუხედავად ამისა, რუსული პრესის მტკიცებით მოსკოვი საგან ითხოვს უკრაინამ ს ტერიტორიებად აღიაროს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქები და ასევე .
ასევე, უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე და გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი, ასევე განისაზღვროს უკრაინული ჯარის რაოდენობა და რუსეთს მოეხსნას ეკონომიკური სანქციები…
– ჩემი აზრით, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ ასეთი პირობების წაყენება არასერიოზულია.
რუსეთი უკრაინისგან კაპიტულაციას ითხოვს, რაც უკრაინისთვის მიუღებელიცაა და წარმოუდგენელიც
წარმოუდგენელია ერთმა ქვეყანამ მეორისგან მოითხოვოს მისი ტერიტორიული მთლიანობის ანუ სუვერენიტეტის დარღვევა კანონიერად, უკარნახოს მისი საგარეო პოლიტიკა როგორი უნდა იყოს და მეორე ქვეყანამ განსაზღვროს თუ რა რაოდენობის ჯარი უნდა ჰყავდეს მეზობელ ქვეყანას. ფაქტობრივად, რუსეთი უკრაინისგან კაპიტულაციას ითხოვს, რაც უკრაინისთვის მიუღებელიცაა და წარმოუდგენელიც
– უკრაინა ითხოვს უკრაინა-რუსეთის დაპირისპირების ზოლზე 30 დღით ცეცხლის შეწყვეტას.
მედინსკიმ თქვა, რომ დაპირისპირების ზოგიერთ მონაკვეთებზე ცეცხლი შეწყდება, რადგან დაღუპულებისა და დაჭრილების გაცვლა ამ მონაკვეთებზე უნდა მოხდეს
გასაგებია, რომ რუსეთი დროის გაწელვას ცდილობს, მაგრამ როდემდე?
– პუტინს რუსეთის სამხედროებთან გამართულ ვიდეო შეხვედრაზე აქვს ნათქვამი, რომ 2025 წლის ბოლომდე უნდა სრულად დაიკავოს თქვენს მიერ დასახელებული უკრაინის ოლქები. ამას წინათ, პუტინმა თქვა, რომ ოკუპირებული ოლქების გასწვრივ უნდა შეიქმნას ე.წ. „ბუფერული ზონები“. მე სამხედრო ექსპერტი არა ვარ, მაგრამ, პროცესები ისე ვითარდება, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ზაფხულსა და შემოდგომაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება.
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ზაფხულსა და შემოდგომაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება
მოსკოვს ამ ოპერაციის დაწყება იმ დროისთვის უნდა, როცა უკრაინას აშშ-ს მიერ მოწოდებული სამხედრო ტექნიკა ამოეწურება და ვაშინგტონი მისთვის იარაღის მიწოდებას ვეღარ შეძლებს. პუტინიც ამ დრომდე ცდილობს უკრაინასთან ილუზორული მოლაპარაკებების წარმოებას.
– სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ სუმის ოლქის ტერიტორიაზე რუსეთის გააქტიურება იმას ემსახურება, რომ უკრაინელებმა სუმის ოლქის მიმართულებიდან თავისი სამხედროები არ გადაისროლონ დონბასის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქის მიმართულებებზე…
– დიახ, გარდა ამისა, მე სამხედრო ექსპერტი არ ვარ, მაგრამ, ჩემი აზრით, უკრაინელების მიერ კურსკის ოლქში დაკავებულ ტერიტორიებს რუსები იმიტომ არ ათავისუფლებენ უკრაინელებისგან, რომ მერე ის ნაწილები დასავლური სტანდარტებით გაწვრთნილი ძალები დონბასის მიმართულებაზე არ იქნან გადასროლილი.
– მესამე დღეა მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები საუბრობენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებულ ოპერაციაზე რუსულ სამხედრო აეროდრომებზე, სადაც რუსეთის სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავები იდგნენ.
ისეთი მასშტაბის ოპერაცია იქნა ჩატარებული, რომელსაც პრაქტიკულად ცოტა ვინმე თუ ელოდა. ყველაზე მეტად გასაკვირი ის იყო, რომ ოპერაცია 18 თვე მზადდებოდა და ამის შესახებ რუსებმა არაფერი იცოდნენ.
თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს? როგორ აისახა მომხდარი უკრაინულ საზოგადოებაზე?
– უკრაინულმა საზოგადოებამ პოზიტიურად შეაფასა მომხდარი. დარწმუნებული ვარ ამგვარი პოზიტიური განწყობა საზოგადოებაში კიდევ დიდხანს იქნება მიუხედავად იმისა, რა შეიძლება მოხდეს უახლოეს მომავალში.
ფაქტია, რომ უკრაინულმა დაზვერვამ რუსეთის ტერიტორიაზე უნიკალური ოპერაციის ჩატარება შეძლო. რუსეთის სტრატეგიული დანიშნულების სამხედრო აეროდრომებზე ჩატარებული ოპერაცია შეიძლება შეედაროს უკრაინული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში წარმატებით შესვლას და იქ პოზიციების საკმაოდ დიდი ტერიტორიის დაკავებას და ამავე ტერიტორიის კონტროლს.
ეს ოპერაცია იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ამ სტრატეგიული თვითმფრინავების დანაკარგების შევსებას რუსეთი კარგა ხანი ვერ შეძლებს. გარდა ამისა, რუსეთს რეპუტაციული ზიანი მიადგა. სამხრეთ კორეა ასეთი ტიპის თვითმფრინავებს არ უშვებს, ჩინეთი კი მათ ასეთ თვითმფრინავებს ვერ მისცემს თუნდაც იმის გამო, რომ ჩინეთს აშშ-თან და ევროპასთან ვაჭრობა უნდა.
ეს ოპერაცია იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ამ სტრატეგიული თვითმფრინავების დანაკარგების შევსებას რუსეთი კარგა ხანი ვერ შეძლებს. გარდა ამისა, რუსეთს რეპუტაციული ზიანი მიადგა. სამხრეთ კორეა ასეთი ტიპის თვითმფრინავებს არ უშვებს, ჩინეთი კი მათ ასეთ თვითმფრინავებს ვერ მისცემს თუნდაც იმის გამო, რომ ჩინეთს აშშ-თან და ევროპასთან ვაჭრობა უნდა
გარდა ამისა, სტამბულის მოლაპარაკებების წინ ამ ოპერაციის ჩატარება უკრაინისთვის მომგებიანი იყო. მომხდარმა ევროპელებიც და ამერიკელებიც, აღარაფერს ვამბობ თავად რუსებზე დაარწმუნა იმაში, რომ უკრაინის ძალების ანგარიშგაუწევლობა სწორი არ იქნებოდა.
თუ მანამდე პრეზიდენტი ტრამპი ამბობდა, რომ ზელენსკის რუსების წინააღმდეგ კოზირები არ ჰქონდა, ახლა გაირკვა, რომ ჰქონია. თუ ამას იმასაც დავამატებთ, რომ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ სერიოზულ შეტევებს აქედან ახორციელებდა და უახლოეს მომავალშიც გეგმავდა სერიოზული შეტევების განხორციელებას, ჩატარებული ოპერაციის მნიშვნელობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება. როგორც ჩანს, ამ ოპერაციის ჩატარება სწორედ ახლა იმიტომ მოხდა, რომ რუსეთს უკრაინისთვის კიდევ უფრო მეტი ზარალი არ მიეყენებინა.
სტამბულის მოლაპარაკებების წინ ამ ოპერაციის ჩატარება უკრაინისთვის მომგებიანი იყო. მომხდარმა ევროპელებიც და ამერიკელებიც, აღარაფერს ვამბობ თავად რუსებზე დაარწმუნა იმაში, რომ უკრაინის ძალების ანგარიშგაუწევლობა სწორი არ იქნებოდა
ჩემი აზრით, ვერ ვიტყვი, რომ ამ უკრაინული ოპერაციის რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარების შემდეგ უკრაინა-რუსეთის ომში გარდატეხა მოხდა, მაგრამ, გვახსოვს თუ რას ამბობდნენ ზოგიერთი ევროპელი ლიდერები, მხედველობაში მაქვს ის, რომ ისინი კიევს სთავაზობდნენ უკრაინასთან დაკავშირებით კრემლის პირობების მიღებას. მათ პოზიციას მე „უკრაინის ნაწილობრივ კაპიტულაციას“ ვეძახი. შესაძლოა ვცდები, მაგრამ, ახლა, ჩემი აზრით, ასეთ რამეზე საუბარიც კი აღარ იქნება.
ახლა ბევრს ესმის, რომ რუსეთის არმია სულაც არ არის დაუმარცხებელი და ისეთი საშიში, როგორც მას აქამდე რუსები, და სულ ცოტა ხნის წინ ამერიკელებს და ევროპელების ნაწილს ეგონათ.
ვერ ვიტყვი, რომ ამ უკრაინული ოპერაციის რუსეთის ტერიტორიაზე ჩატარების შემდეგ უკრაინა-რუსეთის ომში გარდატეხა მოხდა, მაგრამ, გვახსოვს თუ რას ამბობდნენ ზოგიერთი ევროპელი ლიდერები, მხედველობაში მაქვს ის, რომ ისინი კიევს სთავაზობდნენ უკრაინასთან დაკავშირებით კრემლის პირობების მიღებას. მათ პოზიციას მე „უკრაინის ნაწილობრივ კაპიტულაციას“ ვეძახი. შესაძლოა ვცდები, მაგრამ, ახლა, ჩემი აზრით, ასეთ რამეზე საუბარიც კი აღარ იქნება
– რუსული სამხედრო აეროდრომების დაბომბვის შედეგებზე კრემლის პოზიციაც უცნაური იყო. მომხდარის შემდეგ არ გამოჩენილა პრეზიდენტი პუტინი.
რუსული წყაროები და კრემლის პროპაგანდა იმაზე საუბრობენ, რომ სამხედრო აეროდრომზე რამოდენიმე თვითმფრინავს ცეცხლი წაეკიდა, მაგრამ, ბევრი არც არაფერი მომხდარა.
რჩება შთაბეჭდილება, რომ კრემლისთვის რუსული თვითმფრინავების დაკარგვაზე მეტად მნიშვნელოვანია სტამბულში უკრაინელებთან ილუზორული მოლაპარაკებები.
ასეა, მიუხედავად იმისა, რომ სტამბულში რუსული დელეგაცია საკმაოზე მეტად ნირწამხდარად გამოიყურებოდა…
– მე მესმის, რუსები და მათი პროპაგანდა ასე რატომ იქცევა. ისინი რომ არაფერს იტყოდნენ, კი არ მიკვრის, ჩემი აზრით სწორსაც აკეთებენ. ასეა, რადგან, რუსებისთვის რუსულ სამხედრო აეროდრომებზე უკრაინის დაზვერვის მიერ ჩატარებულ ოპერაციის ფაქტის აღიარება იმაზე მეტად საშიში და სახიფათოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
რუსებისთვის რუსულ სამხედრო აეროდრომებზე უკრაინის დაზვერვის მიერ ჩატარებულ ოპერაციის ფაქტის აღიარება იმაზე მეტად საშიში და სახიფათოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს
რუსები გააგრძელებენ იმის მტკიცებას, რომ არაფერი საგანგაშო არ მომხდარა, ვიმეორებ, რუსული პროპაგანდისგან ასეთი ქცევა, არ მიკვირს.
– მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით ტრამპის პოზიცია ბოლომდე გარკვეული არაა, ვხედავთ, რომ ევროპა არ აპირებს უკრაინის მიტოვებას და უკრაინის რუსეთისთვის ჩაბარებას. ევროპელი ლიდერებისთვის მიუღებელია კრემლის პოზიცია, რომ ნატო არ უნდა გაფართოვდეს.
ნატოს გენ.მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა – „ნატოს 32 -ვე წევრი ქვეყანა თანახმაა უკრაინა გახდეს ნატოს წევრი ამ თემაზე თარიღის დაუზუსტებლად“.
ნატომ და ევროპამ პუტინს მკაფიოდ უთხრეს რომ არ აპირებენ უკრაინის მიტოვებას.
გერმანიამ უკრაინისთვის 5 მილიარდი ევრო გამოჰყო. ბრიტანეთის პრემიერმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთი მზადაა უკრაინის დასახმარებლად სამხედრო რეჟიმზეც კი გადავიდეს.
მომხდარის შემდეგ, ახლა რას შეიძლება ნიშნავდეს ევროპელების ასეთი პოზიცია რუსეთისთვის?
– ბრიტანეთმა თავისი თავდაცვის ახალი სტრატეგია შეიმუშავა. გერმანია შემდეგი 4 წელი თავდაცვის სფეროზე 500 მილიარდ ევროს დახარჯავს. გერმანიამ თავის კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა რომ თავდაცვის სფეროს ხარჯები გაეზარდა. გერმანია მზადაა დაეხმაროს უკრაინას.
კანცლერ მერცს უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია აქვს. მერცის პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახლა, როცა აშშ ევროპელებისგან ზურგით დგომას ამჯობინებს
ამ კვირის ოთხშაბათს კანცლერი მერცი ვიზიტით იქნება ვაშინგტონში და პრეზიდენტ ტრამპს შეხვდება. ვნახოთ რა შედეგით დასრულდება მისი შეხვედრა ტრამპთან.
ვიცით, რომ კანცლერ მერცს უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით საკმაოდ მკაფიო უკრაინის მხარდამჭერი პოზიცია აქვს. მერცის პოზიცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახლა, როცა აშშ ევროპელებისგან ზურგით დგომას ამჯობინებს.
– რჩება შთაბეჭდილება, რომ უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით გარკვეული თვალსაზრისით ახალი რეალობაა ჩამოყალიბებული…
– გარკვეული თვალსაზრისით ასეა. გუშინ ცენტრალური და ჩრდილეთ ევროპის ქვეყნების სამიტი ჩატარდა. მასში 14-მა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა. მათი შესაძლებლობები, მათ შორის სამხედრო დახმარების აღმოჩენის თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ის ქვეყნები, ვინც გეოგრაფიულად ახლოსაა რუსეთთან, კარგად ხვდებიან რას წარმოადგენს პუტინის რუსეთი, რა საფრთხეების წინაშეა დღეს უკრაინა და შესაძლოა ისინიც აღმოჩნდნენ.
– მესმის, რომ ევროპა ცდილობს დაეხმაროს უკრაინას არ გაანადგუროს რუსეთმა უკრაინული სახელმწიფოებრიობა, მაგრამ, რჩება შთაბეჭდილება, რომ უკრაინა-რუსეთის ომი კარგა ხანს არ დასრულდება, არა მარტო იმის გამო რომ პუტინი უკრაინასთან მოლაპარაკებების ილუზიის შექმნას ცდილობს, არამდე იმის გამოც რომ ევროპაა მზადაა არ დააჩაგვრინოს რუსეთს უკრაინა…
– დიახ, ასეა. კანცლერმა მერცმაც თქვა – „სამწუხაროდ, უკრაინა-რუსეთის ომი მალე არ დასრულდება“. დარწმუნებული ვარ, როცა კანცლერი მერცი ასეთ განცხადებას აკეთებს, ის არა მარტო გერმანიის სადაზვერვო სამსახურებზე დაყრდნობით ამბობს იმას, რაც ჩვენ კარგა ხანია ვიცით. ანუ ის, რომ რუსეთს უკრაინის მთელი ტერიტორიაზე უნდოდა თავისი იურისდიქციის დამყარება.
ახლა უკრაინის ოლქების რუსეთისთვის მიკუთვნებაზე იმიტომ საუბრობს, რომ ხვდება, ამ ეტაპზე მას უკრაინისთვის მეტის წაგლეჯვა არ შეუძლია. მეტიც, რუსეთს ესმის, რომ რუსული სცენარით ამ უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებაზე არც უკრაინა და არც ევროპა არ დათანხმდებიან.
რუსეთს ესმის, რომ რუსული სცენარით ამ უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებაზე არც უკრაინა და არც ევროპა არ დათანხმდებიან
უკრაინა არ აღიარებს რუსების მიერ ოკუპირებულ ოლქებს რუსეთის ნაწილად. უკრაინას ამ საკითხში მხარს ევროპაც დაუჭერს. უკრაინას მხარი აშშ-მ რომც არ დაუჭიროს, უკრაინას პრობლემა ექნება ცაში დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება. უკრაინას ახლა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის პრობლემა ნამდვილად აქვს. თუ უკრაინისთვის ამერიკული თვითმფრინავების ევროპელებისთვის მიყიდვაზე აშშ-მ უარი არ თქვა, უკრაინას ეს პრობლემაც აღარ ექნება.
რამდენადაც ვიცი, ამაზე თანხმობა ტრამპს ჯერ არ უთქვამს, მაგრამ, უკრაინის თემაზე იგი ჯერ მხოლოდ განცხადებებს აკეთებს. ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება კანცლერ მერცის ვიზიტი ამერიკაში.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი