საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბალტიის ქვეყნებში ვიზიტი ლიეტუვიდან დაიწყო.
დღეს, 25 მარტს, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბიშვილმა გამოსვლისას ისაუბრა სინდისის პატიმრებზე, მათ შორის, მზია ამაღლობელის საქმეზე.
სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ლიეტუვის სეიმის თავმჯდომარეს, საულიუს სკვერნელისს.
„შეხვედრა საულიუს სკვერნელისსთან. ლიეტუვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული გზის მიმართ. თქვენი სოლიდარობა ჩვენი დამოუკიდებლობის დღიდან გადამწყვეტი იყო. მადლობა საქართველოს გვერდში დგომისთვის“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე სეიმის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ.
სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ლიეტუვის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს რადვილე მორკუნაიტეს და ლიეტუველ დეპუტატებს.
ვილნიუსში ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვდა ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას.
