ვის და რამდენით ეზრდება პენსია?

2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საპენსიო უზრუნველყოფაზე 4.498 მილიარდი ლარი დაიხარჯება.
ბიუჯეტის მიხედვით, მიმდინარე წლიდან:
– 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 35 ლარით 450 ლარამდე იზრდება. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 540 ლარს გაუტოლდება;
– 70 წლამდე პირთა პენსია, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად ასევე 35 ლარით 350 ლარამდე , ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 420 ლარამდე იზრდება.
– გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სოციალური გასაცემლის ზრდა 35 ლარით.