„ვისოლ ჯგუფის“ სათავო ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„ვისოლ ჯგუფის“ სათავო ოფისთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით – „არა რუსული ძალადობრივი რეჟიმის დამფინანსებლებს“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები – „არა რუსული ძალადობრივი რეჟიმის დამფინანსებლებს“, „პოლიტპატიმრის ამოჭრა რეკლამიდან სამარცხვინოა“ და ა.შ.
მათი თქმით, ბიზნესებს, რომლებიც ხელისუფლებას აფინანსებს, საზოგადოებამ ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ.
„როცა ხელისუფლება ადამიანებს იჭერს, აწამებს მოქალაქეებს, ეს ბიზნესები არიან, რომლებიც მათ აფინანსებენ და ამართლებენ. ბიზნესები უნდა იყვნენ საზოგადოების მსახურები. ჩვენ მათ პროდუქციას ვყიდულობთ“, – განაცხადა საინიციატივო ჯგუფ „დამკვირვებლების“ ლიდერმა, გურამ ჩუხრუკიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა