ვისი მიმართვის საფუძველზე დაიწყო ანტიკორუფციულმა 30 ოპოზიციონერის შემოწმება

ანტიკორუფციულმა ბიურომ 30 ოპოზიციონერი დეპუტატის დეკლარაციების შემოწმება არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრის“ თავმჯდომარე დავით ჩიხელიძის მიმართვის საფუძველზე გადაწყვიტა.
ამის შესახებ ცნობილი ხდება დეპუტატ სადმი ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გაგზავნილი წერილიდან, რომელიც „გირჩმა“ გამოაქვეყნა.
„ბატონ დავით ჩიხელიძეს აინტერესებს ჩვენი ქონებრივი მდგომარეობის შემოწმება, კერძოდ:
· ინფორმაცია ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების საბანკო ან სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ყველა ანგარიშის და შენატანის შესახებ;
· ხელშეკრულებები, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს;
· ცნობა საჯარო დაწესებულებიდან ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის შესახებ.
ძალიან გვინდა გავიცნოთ ადამიანი, რომელსაც ასე ვაინტერესებთ. ამიტომ, ჩვენც ვეძებთ ბატონ დავითს და ვიწვევთ პირდაპირ ეთერში სტუმრად, ყველა მის კითხვაზე პასუხის გასაცემად“ , — აცხადებს „გირჩი“.
ვინ არის დავით ჩიხელიძე?
დავით ჩიხელიძე საჯარო სივრცეში მეტწილად პროსახელისუფლებო მედიაში, ექსპერტის სტატუსით ჩანს.
„რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრს“, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, ძირითად მიზნად დეკლარირებული აქვს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების და არჩევნების მონიტორინგი. ორგანიზაციას მიღებული აქვს დაფინანსება ცესკოს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
გასულ წელს, ცენტრის დამფუძნებელმა აუდიტის სამსახურს მიმართა, ოპერატიულ ვადებში შეესწავლა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების რეგულირება. დავით ჩიხელიძის განცხადებით, ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით პარტიების მიერ კანონმდებლობის გვერდის ავლით, უკანონო შემოწირულებების მიღება როგორც ქვეყნის შიგნიდან, ისე უცხოეთიდან.
რატომ მოითხოვა ოპოზიციის შემოწმება
დავით ჩიხელიძე „ნეტგაზეთთან“ ამბობს, რომ 30 ოპოზიციონერი დეპუტატის დეკლარაციების შემოწმების მიზნით ანტიკორუფციულ ბიუროს 14 თებერვალს მიმართა. ამავე რიცხვით არის დათარიღებული ბიუროს დადებითი გადაწყვეტილება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიურომ ჩიხელიძის მიმართვის დღესვე, ანუ რამდენიმე საათში მიიღო გადაწყვეტილება ოპოზიციონერების შემოწმების შესახებ.
ანტიკორუფციულმა ბიურომ 2024 წლის განმავლობაში შესამოწმებელ თანამდებობის პირთა 300-კაციანი სია 12 იანვარს დაამტკიცა. შესამოწმებელთა სიაში არიან ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრები — და ირაკლი , მთავრობის წევრები, მათი მოადგილეები და დეპუტატები როგორც „ქართული ოცნებიდან“, ისე ოპოზიციიდან, მოსამართლეები და სხვადასხვა თანამდებობის პირები. შესამოწმებელი თანამდებობის პირები მონიტორინგის მიზნებისთვის დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია, განსხვავებით 30 ოპოზიციონერისა, რომლის მონიტორინგი უკვე სააგენტოს თავმჯდომარე რაჟდენ კუპრაშვილმა დავით ჩიხელიძის მიმართვის საფუძველზე გადაწყვიტა.
ჩიხელიძის თქმით, დამატებითი დეპუტატების შესწავლის თხოვნით ანტიკორუფციულს მიმართა იქიდან გამომდინარე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის მიერ შედგენილ 300-კაციან სიაში, წინასწარი განზრახვით ან მის გარეშე, მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი იყო.
„ჩემ მიერ წარდგენილი 30-კაციანი სია ერთგვარად არის 300-კაციანი სიის შევსება და სრულყოფა. ჩემს სიაში არიან ის ოპოზიციონერი დეპუტატები, ვისზეც გარკვეული კითხვის ნიშნები ან საფუძვლიანი ეჭვი მქონდა, რომ რამე გადაცდომას ჰქონოდა ადგილი“, — აცხადებს ჩიხელიძე.
ჩიხელაძის თქმით, შემოწმების საჭიროება ძირითადად ორი ფაქტორით დაასაბუთა:
· დეკლარაციაში არ არის ასახული ამა თუ იმ დეპუტატის მიერ პარტიისთვის შეწირული თანხები;
· ან ფლობენ წილს შპს-ში, რომელიც მინდობილობით არ აქვთ გადაცემული.
„ანტიკორუფციული ბიურო რადგან არის, ყველას უჩნდება განცდა, რომ კორუფციას ეხება საქმე. რეალურად, ოპოზიციურ ფლანგს კორუფციის ნაკლები შესაძლებლობა ექნება, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ სწორად არ ან ვერ ავსებენ დეკლარაციებს, რაღაცას მალავენ“, — დასძინა ჩიხელაძემ.
დავით ჩიხელაძის მიმართვის საფუძველზე, ანტიკორუფციული ბიურო დამატებით შეისწავლის პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს შემდეგი ოპოზიციონერი დეპუტატების ქონებრივ დეკლარაციებს:
· თეონა აქუბარდია, საქართველოს პარლამენტის წევრი
· , საქართველოს პარლამენტის წევრი
· გელა მიქაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი
· ალექსანდრე მოწერელია, საქართველოს პარლამენტის წევრი
· ტარიელ ნაკაიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი
· , საქართველოს პარლამენტის წევრი
· ჰერმან საბო, საქართველოს პარლამენტის წევრი
· ხათუნა სამნიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი
· , საქართველოს პარლამენტის წევრი
· დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი
· ბაჩუკი ქარდავა, საქართველოს პარლამენტის წევრი
· ანა წითლიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი
· არმაზ ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი
· გიორგი ბოტკოველი, საქართველოს პარლამენტის წევრი
· ანა ბუჩუკური, საქართველოს პარლამენტის წევრი
· გიორგი გოდაბრელიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი
· , საქართველოს პარლამენტის წევრი
· , საქართველოს პარლამენტის წევრი
· ქეთევან თურაზაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი
· აბდულა ისმაილოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი
· მანუჩარ კვირკელია, საქართველოს პარლამენტის წევრი
· დავით კირკიტაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი
· თამარ კორძაია, საქართველოს პარლამენტის წევრი
· იაგო ხვიჩია, საქართველოს პარლამენტის წევრი
· თეიმურაზ ჯანაშია, საქართველოს პარლამენტის წევრი
· ირაკლი ნადირაძე, თბილისის საკრებულო, ფრაქციის თავმჯდომარე
· სოფიო ჯაფარიძე, თბილისის საკრებულო, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
· სალომე კობალაძე, თბილისის საკრებულო, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
· საბა ბუაძე, თბილისის საკრებულო, ფრაქციის თავმჯდომარე
· , თბილისის საკრებულო, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე
ამ თემაზე:
ანტიკორუფციული ბიურო 30 ოპოზიციონერის შემოწმებას გეგმავს

ასევე დაგაინტერესებთ