გადაცემაში “აი, უცნობი”, უცნობი ალტ-ინფოს ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ მახარაძეს, 5 ივლისზე საუბრისას ეუბნება რომ ძალადობა დაუშვებელია და არეულობა ქვეყანას არ წაადგება. მან მახარაძეს უთხრა ისიც, რომ ტელევიზიებმა “შეუსრულეს”, და “იმ ბიჭის მკვლელობაც დააბრალეს, რაზედაც ზურაბ მახარაძე პასუხობს, რომ “ნაცები ჩათლა@ები არიან”.
უცნობი:
-შენ თუ არ გგონია, რომ ეს არ არის საშიშროება ქვეყნის რყევის, გააგრძელე მაშინ. ქვეყანაში მომხდარი ყველა არეულობა მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.
ზურაბ მახარაძე:
-ნავი არ ვარყიოთო, მაგ ტექსტებით ქვეყანა სადამდე მივიდა, იცი?
უცნობი:
-ნორმალიზაციისკენ მიდის ძლივს ქვეყანა.
ზურაბ მახარაძე:
-ნორმალიზაციისკენ რატომ არ მიდის გითხრა ქვეყანა? ამაზე ხმა არ ამოიღო, იმაზე ხმა არ ამოიღო… რა ხდება, იცი? ხალხი, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი 2012 წელს, მიშა რომ ჩამოგვეგდო და ოცნება მოსულიყო, დღეს ამბობს, ჩემდა თავად ოცნებაზე ხმის მიმცემის დედაც და რავი, ვიღაცა ოპოზიციურს მივცემ ხმას.
უცნობი:
-მეც მხვდება ეგეთი ხალხი, მერე რა, ნორმალური პროცესია ეგ.
ზურაბ მახარაძე:
-უმრავლესობას ყელში აქვს ამოსული ეგ ფრაზა: -ნავი არ აქანაოთ. ხალხი გამწარებულია უკვე.
უცნობი:
-მიდით, გადააგდეთ. [ხელისუფლება]
ზურაბ მახარაძე:
-მე ვაგდებ? რატომ ვაგდებ?
უცნობი:
-გადააგდეთ, გადაჩეხეთ და 30 წელი თავიდან გაიარეთ, ნავიც არყიეთ, რუსეთსაც ელაპარაკეთ და მეორე ცხრა აპრილიც მოაწყვეთ.
ზურაბ მახარაძე:
-საქართველოს ახლა სჭირდება არანაცური ოპოზიცია, რომელიც ოცნების კრიტიკაზე მეტს არაფერს გააკეთებს.
უცნობი:
-ღირსეული კრიტიკა იყოს, ძმაო.
ზურაბ მახარაძე:
-ოცნების რა გაგიკრიტიკებია?
უცნობი:
-სასამართლო რეფორმა ტვ პირველის ეთერში, მურუსიძე გამიპროტესტებია, ბიჭები გამოვიყვანე ციხიდან სანაიას საქმეზე რომ იყვნენ დაჭერილნი.