არანაირი მოლაპარაკება ოცნებასთან, არანაირი პოლიტიკური მანევრები, მხოლოდ ერთი პირობა, რეჟიმი უნდა დასრულდეს, რეჟიმის დასასრული იწყება მთავრობის უპირობო გადადგომით და სრულდება საერთაშორისო მხარდაჭერით ჩატარებული არჩევნებით. ამისთვის ჩვენ ვიბრძვით და ვასრულებთ რეჟიმს, პოლიტიკური პარტიები ამზადებენ და თანხმდებიან არჩევნების ჩატარების პირობებზე, პრეზიდენტი ჩვენ კონსოლიდირებულ მოთხოვნის საფუძველზე აორგანიზებს საერთაშორისო მხარდაჭერას.
ორგანიზებულობა ნიშნავს, რომ საქმეც გაყოფილი გვაქვს და ვიცით ვინ რა უნდა გააკეთოს. თუ გამარჯვება გვინდა დავრჩეთ ჩვენ ჩვენ კომპეტენციაში და საკეთებელ საქმეში. რაც შეეხება საექსპერტო საზოგადოებას, ნუ შეთხზავს ზღაპრებს და ფანტასტიკურ ვერსიებს, მოდით, იკითხეთ, ჩაიხედეთ პროცესებში და აანალიზეთ რამდენიც გინდათ.
ბრძოლა უნდა გახდეს უკომპრომისო. პ.ს. ოცნებამ დაიწყოს წასვლის სამზადისი. ვისაც ყიდულობთ, მათ პროტესტზე ზეგავლენა არა აქვთ.
