“ვისაც რა უნდა, ვისთან უნდა, როგორ უნდა, ეს მისი უფლებაა” – კალაძე

თბილისის მერი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ გამოქვეყნებული მემორანდუმის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა:
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, რომელიც დაცულია კონსტიტუციით, კანონმდებლობით. არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ვისაც რა უნდა, ვისთან უნდა, როგორ უნდა, ეს მისი უფლებაა, მაგრამ ამ ყველაფრის პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. სწორედ ამიტომ იყო აღნიშნული კანონი მიღებული ჩვენი მხრიდან. ის არ არის ვინმეს წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, არ ვასხვავებთ ადამიანებს სარწმუნოების მიხედვით, არ ვყოფთ, ეს მისი პირადი ცხოვრებაა, ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს, მაგრამ ამ ყველაფრის პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია.”
ცნობისთვის, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები გააუქმოს

ასევე დაგაინტერესებთ

ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე: სადაც არ უნდა ვიყო და როგორც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ ღირსეული ოჯახის წევრი – ერთი ფეხის გადაბრუნებით ნუ განსჯით ადამიანს

დავით ზურაბიშვილი: ასეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნა საკუთარი სურვილებისა და ხუშტურებისთვის, სტალინს, ჰიტლერს, მაოს, პოლ პოტს, კაციჭამია ბოკასას თუ პაპა დოკ დიუვალიეს და მობუტუ სესე სეკოსაც კი არ მოსვლია თავში