„ვირუსულად ვრცელდება ფოტოები, თითქოს წერეთელზე პრობლემები გვაქვს – კახა კალაძე

„ვირუსულად ვრცელდება ფოტოები, თითქოს წერეთელზე პრობლემები გვაქვს –
თბილისის მერი კახა კალაძე „ფეისბუქის“ პირდაპირ ჩართვაში სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას გამოეხმაურა, თითქოს წერეთლის გამზირზე ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და რეაბილიტაციის პროცესში პრობლემები აღინიშნება.
მისივე განმარტებით, წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა დაპირებისამებრ, 1-ელ თებერვალს აღდგა, დანარჩენი სარეაბილიტაციო სამუშაოები კი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„ვირუსულად ვრცელდება ფოტოები, თითქოს წერეთელზე პრობლემები გვაქვს. ერთ-ერთმა ტელევიზიამ გაავრცელა ფოტომასალა, სადაც ასახულია გაჩერების კუნძულებზე დაზიანებული ავტობუსის ტაბლო. რეალურად, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც, დაიმტვრა ავტობუსების ტაბლო. გარდა ამისა, ვრცელდება ფოტომასალა, თითქოს წერეთლის გამზირზე ტროტუარებია ჩავარდნილი. სინამდვილეში, საზღვარგარეთ მყოფი კონკრეტული იუთუბერის მიერ გადაღებული ვიდეოდანაა ამოჭრილი კადრი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული ფოტომასალების გავრცელება პოლიტიკური სპეკულაციებია, რაც საზოგადოების დეზინფორმაციას ისახავს მიზნად.
„მსგავსი პროექტების განხორციელება ყველას უნდა გვიხაროდეს. ასეთი ფაქტები მოწმობს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამ ქალაქის წინსვლა არ უხარიათ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია. სამუშაოები მიმდინარეობს, გამზირი იქნება ძალიან ლამაზი, მეტიც ჩვენი ქალაქისთვის კიდევ უფრო მაგარ პროექტს განვახორციელებთ. დედაქალაქის მერია მოწოდების სიმაღლეზე იქნება და გააკეთებს ყველაფერს, რაც სჭირდება ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
Previous: მივესალმები მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ უნდა გადაიხედოს წიგნები, რომელშიც ბევრი მავნებლური რამ წერია – კარგია, რომ ბავშვებს ზოგიერთი რამის შინაარსი არ გამოაქვთ, ისეთი რაღაცები წერია

ასევე დაგაინტერესებთ

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე გლდანის ციხეზე: ისე ვიცხოვრე 31 წლამდე კაცის ხმამაღალი ტირილის ხმა გაგონილი არ მქონდა, პირველი იქ გავიგე კაცების მასიური ტირილი. ყოველი დღე ვიღაცის კვნესით, ტირილით, კივილით იწყებოდა -მარტო იქ ყოფნა განადგურებდა

გურამ მაჭარაშვილი ელჩებს – 4 თვეა კომისიის სხდომები მიმდინარეობს და დღემდე არც ერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მათ მიერ მონათლულ „ ევროპული ღირებულების“ პარტიას დაუჭიროს მხარი- ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, რასაც აუცილებლად ექნება პასუხი

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: სპეცრაზმმა იმდენი იხტუნავა ჩემს ზურგზე და მუცელზე, რომ საბოლოოდ, მუცლის ბადე ჩამეშალა, ხერხემალი დამიზიანდა, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობ – მიწაზე ვიწექით, ოთხი ადამიანი გვიჭერდა და ზემოდან დახტუნავდნენ ჩვენზე