ვირუსი და ცხელება – როგორ ვმართოთ ავადობა ბინაზე

ბოლო დროს, გაციება, გრიპი, ვირუსები და შესაბამისად, სასუნთქი გზების ინფექციები და სხვა რესპირატორული დაავადებები განსაკუთრებით გააქტიურებულია. თავის ტკივილი, ცხელება და /ან შემცივნება, სურდო, მკვეთრად გამოხატული სისუსტე, კუნთებისა და სახსრების ტკივილი – ეს ის სიმპტომებია, რაც ზოგადად ვირუსს ახასიათებს.
ამ ეტაპზე, საქართველოში 20-21 სეზონური ვირუსი ცირკულირებს. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების ნაწილი “A” ტიპის ვირუსებია, რომელიც მკვეთრად გამოხატული და მძაფრი სიმპტომებით მიმდინარეობს. „A“ ტიპის ვირუსს ახასიათებს ცხელება, ძლიერი საერთო სისუსტე, სახსრებისა და თავის ტკივილი.
სამიზნე ჯგუფი კი როგორც ბავშვები ასევე, მოზარდები არიან. თუმცა, ბავშვებში განსაკუთრებით საყურადღებოა ცხელების მართვა. პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მშობლები ყურადღებით უნდა იყვნენ და თავიდანვე სწორად უნდა მართონ დაავადების მიმდინარეობა.
როგორ ვმართოთ ვირუსული ინფექციების დროს ცხელება და ტკივილი? როდის მივცეთ ბავშვებს პრეპარატები? რა პირველადი დახმარება გავუწიოთ ბავშვებს სახლის პირობებში? – ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე „ქიდს 0-9“ პროექტის ხელმძღვანელი, თამარ ჩუბინიძე გვესაუბრება.
თამარ ჩუბინიძე: „საყურადღებოა ცხელების მართვა, რაშიც მხოლოდ ტემპერატურის დაწევა არ იგულისხმება. მნიშვნელოვანია ორგანიზმის სითხეებით შევსება. მაღალი ტემპერატურა განსაზღვრულ ზღვრამდე არ ვნებს ბავშვს, პირიქით ის ინფექციასთან ბრძოლის ერთ-ერთი საშუალებაა. ზოგჯერ უმჯობესია თავი აარიდოთ ტემპერატურის დაწევას, მით უმეტეს თუ ის შემაწუხებელი არ არის, მაგრამ თუ ბავშვს აწუხებს გაუწყლოება, ის მოთენთილია, მოდუნებულია, მივარდნილია, მაშინ სათანადო ზომები უნდა მიიღოთ. მაღალი ტემპერატურის დროს სითხის აორთქლება ძალიან სწრაფად ხდება. სწორედ ამიტომ, რეკომენდებულია დიდი რაოდენობით სითხის მიღება, რომ ორგანიზმში სითხის რაოდენობა შეივსოს და ბალანსი არ დაირღვეს. სითხე ძირითადად არის წყალი და მინერალური გაზგასული წყალი, ასევე საბავშვო ელექტროლიტების ხსნარი. სითხის დოზა უნდა იყოს 1 ან 1.5 ლიტრი და ულუფებად უნდა მიეწოდოს ბავშვს“.
ცხელება
ცხელება , ორი ტიპისაა, როდესაც ტემპერატურა 38.5 გრადუსამდეა და 38.5 გრადუსზე მაღალია.
38.5 გრადუსამდე ტემპერატურის მართვა ხდება შემდეგნაირად: პირველ რიგში, აუცილებელია, ორგანიზმისთვის დიდი რაოდენობით სითხის მიწოდება. 38.5 გრადუსამდე რეკომენდებული არ არის დამწევი პრეპარატების გამოყენება, ვინაიდან, აღნიშნული ტემპერატურა არის ბუნებრივი რეაქცია ორგანიზმში მიმდინარე ვირუსულ ინფექციასთან საბრძოლველად. თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევა და ეს არის ფებრილური გულყრა, რომელიც ტემპერატურულ რეაქციაზე ვითარდება და ასეთ დროს რეკომენდებულია სიცხის დამწევი მედიკამენტეიბს მიცემა.
მაღალ ცხელებას რაც შეეხება, ანუ 38.6 გრადუსის ზემოთ უკვე რეკომენდებულია სიცხის დამწევი პრეპარატების გამოყენება. აქ საყურადღებოა შემცივნების პერიოდი, ბავშვებს ეყინებათ ხელები და ფეხები – ამ დროს მნიშვნელოვანია კარგად დავფთბუნოთ ბავშვი და როდესაც უკვე პიკს მიაწევს ტემპერატურა, ამ დროს შეგვიძლია გამოვიყენოთ „პაიდოფებრილი-იბუპროფენი”, რომლის ეფექტურობა მაქსიმალურია.
პაიდოფებრილი – ეს არის:
პაიდოფებრილი ეს არის ესპანური ხარისხის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი ცხელების დროს.
პაიდოფებრილის ეფექტურობა:
· ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
· ხასიათდება ძლიერი და ხანგრძლივი დაცვით.
პაიდოფებრილის ჩვენებები:
· სხვადასხვა სიმპტომებით გამოწვეული ცხელების დროს
· ვირუსული ინფექციების დროს
· რევმატოიდული ართრიტის დროს
· მსუბუქი და საშუალო სიძლიერის სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის მოსახსნელად
თამარ ჩუბინიძე: „პაიდოფებრილთან ერთად ეფექტური საშუალებაა „ქიდსი 0-9“-ის ხაზიდან ჰომეოკოქსინომი . ეს არის ჰომეოპათიური მედიკამენტი, რომელიც ბუნებრივი გზით ასტიმულირებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას გამა ინტერფერონის გაზრდის გზით, შესაბამისად თვითონ ჩვენივე ორგანიზმი იბრძვის ვირუსების წინააღმდეგ. მსოფლიოში ძალიან ცნობილი პრეპარატია. ჰომეოკოქსინუმი ამცირებს გრიპისა და გაციების სიმპტომების ხანგრძლივობას და სიმძიმეს, როგორიცაა კუნთების, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, ცხელება, შემცივნება და დაღლილობა, სისუსტე. ამ პრეპარატის უპირატესობაა, რომ სწრაფად და მოკლედ დროში ხდება პაციენტის გამოჯანმრთელება“.
– როდის უნდა მივმართოთ ექიმს ?
– თუ სახლის პირობებში დედა ვერ მართავს ტემპერატურას, ვერ ხერხდება ბავშვის ორგანიზმის სითხით დატვირთვა, ბავშვს აქვს ძილიანობა, სისუსტე, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. ასევე, თუ ცხელება სამ დღეზე მეტ ხანს გრძელდება უნდა მიმართოს ექიმს.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ, პარლამენტში არ უნდა შემოვიდნენ, მაგრამ შემოვლენ, თავმოყვარეობა რომ ჰქონოდათ, ხალხისთვის ის ტყუილი არ უნდა ეკადრებინათ, რასაც არჩევნების 300 000 ხმიანი გაყალბება ჰქვია

“ლუსული” ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო – ეს მანქურთები, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომლებიც რუსებს საქართველოში შემოუძღვნენ, ცდილობენ აქეთ დაგვესხან თავს და გამოგონილი სიგიჟეებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!

არჩევნებს არა მხოლოდ ეუთო/ოდირის და დამკვირვებლების მხრიდან აქვს ლეგიტიმაცია, არამედ სახალხო ლეგიტიმაციაც აქვს, რომლის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის პოზიცია