“ვირტუსი” ბოლონიაში უშუალო კონკურენტ “ვენეციასთან” ოვერტაიმში დამარცხდა

იტალიის სერია A-ს ერთ-ერთმა მოწინავე გუნდმა, თორნიკე შენგელიას “ვირტუსი” უშუალო კონკურენტთან დამარცხდა. ბოლონიელებმა მათსავით 8 მოგებისა და 3 მარცხის მქონე “ვენეციას” უმასპინძლეს და დამატებით დროში, მინიმალური სხვაობით – 84:85 დამარცხდნენ.
მატჩი ვენეციელთა უპირატესობით დაიწყო, სტუმრებმა პირველი მეოთხედი 23:15 მოიგეს. მეორე და მესამე მეოთხედში “ვირტუს ბოლონიამ” შეხვედრაში ეტაპობრივად დაბრუნება მოახერხა. ძალიან საინტერესოდ განვითარდა მოვლენები მეოთხე მეოთხედში, როდესაც “ვენეცია” 10 ქულითაც კი იყო წინ, თუმცა მასპინძლებმა თამაშის დამატებით დროში გადაყვანა მოახერხეს – 80:80.
ოვერტაიმის დასრულებამდე 17 წამით ადრე “ვირტუსი” წინ იყო –
84:83, თუმცა “ვენეციის” მოთამაშემ, კანადელმა ვილტიემ გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.
შენგელია ტრადიციულად “ვირტუსის“ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 33 წუთში 13 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. თორნიკემ 10 ორქულიანიდან 5 ჩააგდო, 2 სამიანიდან კი 1 გამოიყენა.
ამ წაგებით “ვირტუს ბოლონია” მე-4 ადგილზე დაეშვა. შენგელიას გუნდი მომდევნო ტურში, 23 დეკემბერს, სტუმრად “პისტოიას” დაუპირისპირდება.
GBF.GE